დომბა-ბიზონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიზონდომბა)

დომბა-ბიზონი, ბიზონდომბადომბისა და ბიზონის სახეობათშორისი ჰიბრიდი. დომბა-ბიზონის პირველ თაობას ჩვეულებრივ აქვს როგორც დომბის, ისე ბიზონის ნიშან-თვისებები (მშობლების ნიშან-თვისებების შუალედური მემკვიდრეობა), მაგრამ ზომით მშობლებს ჭარბობს.

დომბა-ბიზონი
ჰიბრიდული წარმოშობა
Bison bison × Bison bonasus

დომბა-ბიზონი პირველად უკრაინაში (ასკანია-ნოვა, 1907) მიიღეს დომბისა (ხარი) და ბიზონის (ფური) შეჯვარებით. 1940 წელს ასკანია-ნოვიდან დომბა-ბიზონების ჯგუფი (1 მოზვერი და 4 ფური) გადაიყვანეს კავკასიის ნაკრძალში; მათი შთამომავლობა (600 სული) იმ სავარგულებში ბინადრობს, სადაც 1927 წელს განადგურებული კავკასიური დომბა ბინადრობდა. დომბა-ბიზონის პატარა ჯოგია (60 სულამდე) ნალჩიკის (ყაბარდო-ბალყარეთი) სატყეო-სამონადირეო მეურნეობაში. არც ყოფილ სსრკ-ის სხვა ადგილებში (მ. შ. ასკანია-ნოვაში) და არც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში დომბა-ბიზონი არ არის.

ლიტერატურა

რედაქტირება