ბიდეიზის საყდარი
ბიდეიზის საყდარი (აზერ. Bideyiz məbədi) — ნატაძრალი ისტორიული ჰერეთის (გვიანდელი პერიოდის საინგილოს) უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში. ნაშთები აღმართულია შაქის რაიონის სოფელ ბიდეიზის მახლობლად.
ბიდეიზის საყდარი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | შაქი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ბიდეიზის სიახლოვეს. |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | ~VIII სკ. |
დარბაზული ტიპის საყდარს მკვეთრად გამოხატული ნალისებრი აფსიდი აქვს. უნაოთხალო კარებები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა გაჭრილი. ნაგებია მოზრდილი ქვის კვადრებით და კონსტრუქციულ ადგილებში შირიმის ქვებია გამოყენებული. კედლის პერანგი ჰორიზონტალურ წყობაშია გამოყვანილი. ყოველივე ეს ფაქტორი ნათლად მიუთითებს ძეგლის აგების ადრეულ ხანაზე, სავარაუდოდ VIII საუკუნეზე.