ბილის ტბა

(გადამისამართდა გვერდიდან ბიანის ტბა)

ბილის ტბა ან ბიანის ტბა (გერმ. Bielersee, ფრანგ. Lac de Bienne) — ტბა დასავლეთ შვეიცარიაში. მორატთან და ნევშატელის ტბასთან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი ტბა იურის მთებში, შვეიცარიის ტერიტორიაზე. მდებარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე მოსაუბრე არეალების საზღვარზე.

ბილის ტბა
ბიანის ტბა
Bielersee
Lac de Bienne
ბილის ტბა
ბილის ტბა
კოორდინატები: 47°05′ ჩ. გ. 7°10′ ა. გ. / 47.083° ჩ. გ. 7.167° ა. გ. / 47.083; 7.167
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია, ბერნის კანტონი
სიმაღლე ზღვის დონიდან 429 
სიგრძე 15 კმ
სიგანე 4.1 კმ
ფართობი 39.3 კმ²
მოცულობა 1.12 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 74 
ბილის ტბა — შვეიცარია
ბილის ტბა

ტბის სიგრძეა 15 კილომეტრი, სიგანე — 4,1 კმ. ტბის ზედაპირის ფართობია 39,3კმ², მაქსიმალური სიღრმე — 74 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 429 მეტრზე.

ტბას ერთვის მდინარე აარე, ცილი/ტეილე, რომელიც გამოედინება ნევშატელის ტბიდან, ტვანბახი და სუზე.

ტბის სანაპიროსთან მდებარე უდიდესი დასახლებებია ბილინგუალი ქალაქი ბილი/ბეინი და მისი დობილი ქალაქი ნიდაუ. ორივე ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროს მხარეს. კუნძული სანქტ-პეტერსინსელი იზიდავს ტურისტებს. კუნძული მდებარეობს ერლახის მახლობლად. ჟან-ჟაკ რუსოს აქვს რამდენიმე თვე გატარებული ამ კუნძულზე.

ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი დარგი აქ არის საათების წარმოება და მიკროტექნიკის ინდუსტრია. აქ აქვთ მსოფლიოს ცნობილ საათის მწარმოებელ ბრენდებს სათავო ოფისები, მათ შორის არიან Swatch Group და Rolex.

ტბასთან მდებარე ქალაქები და სოფლები

რედაქტირება
 
ტბა ქალაქ ბილიდან

ტბაზე გადის საზღვარი გერმანულად და ფრანგულად მოსაუბრე რეგიონებს შორის. უმეტეს შემთხვევაში ადგილებს აქვთ სახელები ორივე ენაზე, თუმცა მათი ყველა ვერსია არ არის ხმარებაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება