ნევშატელის ტბა
ნევშატელის ტბა (ფრანგ. Lac de Neuchâtel; გერმ. Neuenburgersee) — ტბა დასავლეთ შვეიცარიაში. ტბის დიდი ნაწილი მოქცეულია ნევშატელის კანტონის ტერიტორიაზე, დანარჩენი მცირე მონაკვეთი – ვოს, ფრიბურისა და ბერნის კანტონების ტერიტორიაზე. ნევშატელის ტბა მდებარეობს იურის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 429 მ სიმაღლეზე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ, სიგანე 8 კმ-მდე. ფართობი 218,3 კმ². უდიდესი სიღრმე 152 მ. ფშანით შეერთებულია ბილის ტბასთან, რომლითაც მდინარე აარეთი უკავშირდება მდინარე რაინს. მოქცეულია მთლიანად შვეიცარიის ტერიტორიაზე, რის გამოც მიჩნეულია ამ ქვეყნის უდიდეს ტბას.
ნევშატელის ტბა | |
---|---|
ნევშატელის ტბა | |
კოორდინატები: 46°54′ ჩ. გ. 6°51′ ა. გ. / 46.900° ჩ. გ. 6.850° ა. გ. | |
მდებარეობა | შვეიცარია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 429 მ |
სიგრძე | 38.3 კმ |
სიგანე | 8.2 კმ |
ფართობი | 218.3 კმ² |
საშუალო სიღრმე | 64.2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 152 მ |
ერთვის რამდენიმე შენაკადი, მათ შორის მნიშვნელოვანია: ორბი, არნონი და სხვა. დასავლეთ ნაპირები მთაგორიანი და ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. მკაცრ ზამთარში იყინება. ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ნევშატელი, სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს ქალაქი ივერდონია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნევშატელის ტბა“ ვიკისაწყობში.
- ნევშატელის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)