ბიანვენი
ბიანვენი (ჩინ.: 變文 / 变文) — ჩინური სასიმღერო-თხრობითი ლიტერატურის ჟანრი. გაჩნდა და განვითარდა ტანის ეპოქაში (VII-X სს.), ამუშავებდა ბუდისტურ თემატიკას, შემდეგ იგი ფოლკლორულ სიუჯეტებს იყენებდა. ბიანვენისთვის ნიშანდობლივია პროზაულ ტექსტში ჩართული ლექსები, რომლებიც იმღერებოდა. ამ სახის თხზულებას მიაკვლიეს XX საუკუნეში, დუნხუანის მღვიმეებში ნაპოვნ ხელნაწერთა შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 354.