ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეჰიჯე ბორანი( თურქ. Behice Boran, დ. 1 მაისი, 1910, ბურსა, ოსმალეთის იმპერია10 ოქტომბერი, 1987, ბრიუსელი, ბელგია) — თურქი პოლიტიკური აქტივისტი და სოციოლოგი, მარქსისტი. ის იყო პირველი სოციოლოგი ქალი [3] და პირველი ქალი პარტიის ლიდერი თურქეთის ისტორიაში, მემარცხენეების კრიტიკული ხმა, არაერთხელ დევნილი და დაპატიმრებული, გარდაიცვალა ემიგრაციაში 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ.

ბეჰიჯე ბორანი
თურქ. Behice Boran
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1910(1910-05-01)[1] [2]
დაბადების ადგილი ბურსა
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1987(1987-10-10)[1] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბრიუსელი
მოქალაქეობა  თურქეთი
განათლება University of Michigan College of Literature, Science, and the Arts და სტამბოლის რობერტის კოლეჯი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბორანი დაიბადა ბურსაში ყაზანელი თათრების ოჯახში, რომლებიც 1890-იან წლებში ოსმალეთის იმპერიაში გადავიდნენ. 1931 წელს თურქეთში, სტამბოლში, ქალთა ამერიკული კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან გააგრძელა აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლა, სადაც 1939 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი და დაინტერესდა მარქსიზმით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ანკარის უნივერსიტეტის ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტზე სოციოლოგიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორად.

იგი ასევე შეუერთდა თურქეთის მიწისქვეშა კომუნისტურ პარტიას (TKP) და დაიწყო თანამშრომლობა მემარცხენე პერიოდულ გამოცემებში „Yurt ve Dünya“(სამშობლო და მსოფლიო) და „Adımlar“, რის გამოც 1948 წელს გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან, როგორც მემარცხენე შეხედულებების მიმდევარი. მან კომუნისტურ პარტიაში საქმიანობა 1951 წლის რეპრესიების შედეგად, მისი სტრუქტურების ლიკვიდაციის შემდეგ დატოვა.

1950 წელს მან დააარსა და ხელმძღვანელობდა თურქეთის მშვიდობის საზოგადოებას, რომელიც აპროტესტებდა თურქეთის ჩართვას კორეის ომში ადნან მენდერესის მთავრობის მიერ. ამის გამო იგი დააკავეს და 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 1962 წელს იგი შეუერთდა თურქეთის ახალ მემარცხენე სოციალისტურ მუშათა პარტიას (WPT). 1965 წელს ბეჰიჯე ბორანი აირჩიეს თურქეთის პარლამენტის დეპუტატად ურფადან.[4]

როდესაც RPT-ის ლიდერი, მეჰმედ ალი აიბარი, რომელიც „ახალი მემარცხენეების“ სულისკვეთებით აკრიტიკებდა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლას, 1970 წელს ჩანაცვლებული იქნა ბეჰიჯე ბორანით.[5]

1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც კვლავ აკრძალა პარტიების საქმიანობა, ბორანმა რამდენიმე თვე გაატარა შინაპატიმრობაში, ხოლო 1981 წელს გადასახლებაში წავიდა ევროპაში. მას ჩამოერთვა თურქეთის მოქალაქეობა და იყო პოლიტიკური დევნილი სოფიაში, ბრიუსელში და დიუსელდორფში. 1987 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გამოაცხადა თურქეთის მუშათა და კომუნისტური პარტიების გაერთიანება. იგი გულის დაავადებით გარდაიცვალა ბრიუსელში 77 წლის ასაკში. ბეჰიჯე ბორანის ცხედარი სტამბოლში გადაასვენეს და მისი დაკრძალვა ზინჯირლიკუს სასაფლაოზე, რომელსაც დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, გადაიქცა მასობრივ დემონსტრაციად. ეს იყო მემარცხენე ძალების პირველი საჯარო დემონსტრაცია 1980 წლის გადატრიალების შემდეგ.

ბორანმა დატოვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ჟურნალისტური მემკვიდრეობა, ასევე პლატონის, ჯონ სტეინბეკის, ჰოვარდ ფასტისა და ჰარლი გრანვილ-ბარკერის თარგმანები. იგი იცავდა სოციალიზმის თეორიისა და პრაქტიკის უნივერსალურობას, კონტექსტის მიუხედავად.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. FemBio database
  3. Йанлик Левент. Левые партии и движения Турции 1960—1970-х годов и их отношение к вооруженным формам борьбы დაარქივებული მარტი 26, 2020 საიტზე Wayback Machine // Новая и новейшая история. — 2018. — № 6. — С. 96.
  4. Şanlıurfa SEÇİM SONUÇLARI. ციტირების თარიღი: 2020-01-05.
  5. Ulus, Özgür Mutlu, The Army and the Radical Left in Turkey: Military Coups, Socialist Revolution and Kemalism, I.B.Tauris, 2010. — გვ. 87, ISBN 9780857718808.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეჰიჯე_ბორანი“-დან