ბეშტიას ჭინჭარი
„ბეშტიას ჭინჭარი“ — ქართული საოხუნჯო სურათებიანი ალმანახი, „ჭინჭრის“ გაგრძელება. გამოდიოდა 1913 წელს თბილისში. გამომცემელი — ი. ჯოხაძე, მხატვრულად აფორმებდნენ გ. ზაზიაშვილი და ოსკარ შმერლინგი. გამოვიდა ორი რვაგვერდიანი ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 348.