ბექირები
ბექირები — ძველი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, უცხოვრიათ ჭოროხის შესართავის სამხრეთით, ბიძერების მეზობლად. ამ რაიონში მცხოვრებ ქართველურ ტომთა ჩამოთვლისას ძველი ბერძენი ავტორები ბექირებსაც ხშირად იხსენიებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 346.