ბესიკ ლაგვილავა
ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი
ბესიკ ლაგვილავა (დ. 19 მარტი, 1963, სოფელი ბულიწყუ, ხობის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.
ბესიკ ლაგვილავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1963 |
დაბადების ადგილი | ბულიწყუ, ხობის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის, ხოლო 1989 წელს ეკონომიკის ფაკულტეტები. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბესიკ ლაგვილავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბესიკ ლაგვილავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)