ბესარიონ თედიაშვილი

ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი

ბესარიონ თედიაშვილი (დ. 7 ივნისი, 1975, საგარეჯო) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.

ბესარიონ თედიაშვილი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1975 (1975-06-07) (49 წლის)
დაბადების ადგილი საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  საქართველო
განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტი
პარტია დამოუკიდებელი
მამა ლევან თედიაშვილი
დედა ნანული მჭედლიშვილი
მეუღლე/ები ნატალია თათარაშვილი
შვილ(ებ)ი ნანუკა თედიაშვილი
ვახტანგ (ვატო) თედიაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 7 ივნისს, საგარეჯოში. დაამთავრა რკინიგზის №1 საჯარო სკოლა, მოგვიანებით დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტები. 1998-2000 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი. 2001-2003 წლებში მუშაობდა ფინანსთა მინისტრის სახელმწიფო მრჩეველად – ხელშეწყობა მოკლე და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის აპრილამდე იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის მრჩეველი. 2004 წელს დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. 2018 წელს იყო პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. დაიკავა მე-11 ადგილი, 3713 ხმით (0,23%).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება