ბესარიონ მიხეილის ძე დოჭვირი (დ. 28 სექტემბერი, 1938, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1964). 1968 წლიდან მუშაობს თსუ-ის იმავე ფაკულტეტზე, 2006 წლიდან — თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. შეთავსებით 1972-1973 წლებში მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში, 1992-1995 წლებში — იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში. კვლევის სფეროა: შემთხვევით პროცესთა ოპტიმალური გაჩერება, ფინანსური მათემატიკა. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება