ბერძენაულის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ბერძენაულის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ძეგლის ფართობი 2000 კვადრატული მეტრია. შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის და სხვა ნაგებობების ნაშთები და ძველი საფლავის ქვები, ძეგლზე ასევე შეინიშნება გალავნის კედელიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 360.