ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბერნარ ვერბერი (ფრანგ. Bernard Werber; დ. 18 სექტემბერი, 1961, ტულუზა) — ფრანგი მწერალი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც „Les Fourmis“ (ჭიანჭველების) ტრილოგიის ავტორი. „Les Fourmis“ (ჭიანჭველების) ტრილოგია ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. ამ სერიაში გაერთიანებულია: ფილოსოფია, სულიერება, სამეცნიერო ფანტასტიკა, თრილერი, მეცნიერება და ცნობიერება.

ბერნარ ვერბერი
ფრანგ. Bernard Werber
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1961 (1961-09-18) (63 წლის)
დაბადების ადგილი ტულუზა, საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი
ენა ფრანგული ენა
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა  საფრანგეთი
ალმა-მატერი École supérieure de journalisme de Paris
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ჯილდოები Grand prix des lectrices de Elle და ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი
საიტი bernardwerber.com

წერის სტილი

რედაქტირება

ვერბერის წერის სტილი მოიცავს რამდენიმე ლიტერატურულ ჟანრს. მათ შორის ძირითადია საგა და სამეცნიერო ფანტასტიკა. ხშირად გვხვდება მის ნაწარმოებებში ფილოსოფიური იდეები. ვერბერის ნოველების დიდ ნაწილს აქვს მსგავსი ფორმატი. მრავალი მისი ნოველა დავკავშირებულია ერთმანეთთან საერთო პერსონაჟებით, მსგავსი სიუჟეტებითა და თემებით. მაგალითად, პერსონაჟი ედმონდ უოლსი გვხვდება შემდეგ ნაწარმოებებში: „Les Fourmis“(ჭიანჭველები) ტრილოგია, ნოველა „L'Empire des anges“(ანგელოზების იმპერია) და ნოველა „Nous Les Dieux“(ჩვენ ვართ ღმერთები).

ლიტერატურული თემა

რედაქტირება

ვერბერის წიგნები მოიცავს დელფინების, ვირთხების და ჭიანჭველების მსგავსებას ადამიანებთან. ის აგრეთვე იყენებს პერსონაჟებს რომ ასახოს სულის ევოლუციის ეტაპები. გარდა ამისა, ვერბერი იცავს კოლექტივისტური გლობალური მთავრობის ხედვას, რომელიც მოქმედებს როგორც "მსოფლიო პოლიცია".

ვერბერი არის "Research on Extraordinary Experiences"(IREE) ინსტიტუტის წევრი, რომელიც ხელს უწყობს საგანგებო ან უჩვეულო გამოცდილების აღიარებას. ეს აისახა მის ნოველებში როგორც მეცნიერების ჩართვა. პარანორმალურობას და სულიერებას, როგორც ცნობილ თემებს მოიცავს წიგნი „Thanatonautes“(თანატონავტები). ასევე ვერბერის ორი წიგნი L'Empire des Anges (ანგელოზების იმპერია) და Le Mystère des Dieux (ღმერთების საიდუმლოება) აღწერს კავშირს სულებს, ანგელოზებსა და ღმერთებს შორის.

შემოქმედება

რედაქტირება

ჭიანჭველების ტრილოგია (Les Fourmis trilogy)

  • Les Fourmis, Prix des lecteurs de Science et Avenir, 1991, ISBN 2-226-05257-7 (ლიტ. ჭიანჭველები)
  • Le Jour des fourmis, 1992, ISBN 2-226-06118-5 (ლიტ. ჭიანჭველების დღე)
  • La Révolution des fourmis, 1996, ISBN 2-226-08636-6 (ლიტ. ჭიანჭველების რევოლუცია)

ანგელოზების ციკლი

  • Les Thanatonautes, 1994, ISBN 2-226-06758-2 (ლიტ. თანატონავტები)
  • L'Empire des Anges, 2000, ISBN 2-226-11526-9 (ლიტ. ანგელოზების იმპერია)

ღმერთების ციკლი

  • Nous, les Dieux, 2004, ISBN 2-226-15498-1 (ლიტ. ჩვენ, ღმერთები)
  • Le Souffle des Dieux, 2005, ISBN 2-226-16807-9 (ლიტ. ღმერთების სუნთქვა)
  • Le Mystère des Dieux 2007, ISBN 2-226-17979-8 (ლიტ. ღმერთების საიდუმლოება)

მეცნიერების მკვლევარების ციკლი

  • Le père de nos pères, 1998, ISBN 2-226-10562-X (ლიტ. ჩვენი მამათა მამა)
  • L'ultime secret, 2001, ISBN 2-226-12740-2 (ლიტ. საბოლოო საიდუმლო)
  • Le rire du Cyclope, 2010, ISBN 2-226-21529-8 (ლიტ. ციკლოპთა სიცილი)

მესამე კაცობრიობის ციკლი

  • Troisième Humanité, 2012, (ლიტ. მესამე კაცობრიობა)
  • Les micro-humains, 2013, (ლიტ. მიკრო-ადამიანები)
  • La Voix de la Terre, 2014, (ლიტ. დედამიწის ხმა)

სხვა რომანები

  • Le papillon des étoiles, 2006, ISBN 2-226-17349-8 (ლიტ. ვარსკვლავების პეპელა)
  • Le miroir de Cassandre, 2009, ISBN 2-226-19402-9 (ლიტ. კასანდრის სარკე)
  • Demain les chats, 2016
  • Depuis l'au-delà, 2017 (ლიტ. მის ფარგლებს გარეთ)
  • La Boîte de Pandore, 2018 (ლიტ. პანდორას ყუთი)

ექსპერიმენტული წიგნები

  • L'Encyclopédie du savoir relatif et absolu, 1993, ISBN 2-226-06583-0 (ლიტ. შედარებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია)
  • Le Livre du Voyage, 1997, ISBN 2-226-09445-8
  • Le Livre secret des Fourmis, 2002 (ლიტ. ჭიანჭველების საიდუმლო წიგნი)
  • Nos amis, les humains, 2003 (ლიტ. ჩვენი მეგობრები, ადამიანები)
  • Nouvelle Encyclopédie du savoir relatif et absolu, 2009 (ლიტ. ახალი შედარებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია)
  • Voyage au cœur du vivant,

მოკლემეტრაჟიანი კოლექციები

  • L'Arbre des possibles, 2002, ISBN 2-226-13459-X (ლიტ. შესაძლებლობების ხე)
  • Paradis sur mesure, 2008, EAN13 9782226188502

კომიქსები

  • გამოსასვლელი
    • Exit Tome 1, 1999, ISBN 2-226-10451-8
    • Le Deuxième Cercle, 2000, ISBN 2-226-11474-2 (ლიტ.მეორე ციკლი)
    • Jusqu'au dernier souffle, 2002 (ლიტ.უკანასკნელ სუნთქვამდე)
  • Les Enfants d'Ève, May 2005 (ლიტ.ევას შილები)

ფილმები

  • La Reine de nacre, 2001
  • Les Humains, 2003 (ლიტ. ადამიანები)
  • Nos amis les Terriens, 2007

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "The Wisdom of the Ants - Haaretz - Israel News Haaretz.com". Retrieved 12 September 2016.
  • "Bernard Werber Interview 2008, DailyMotion" "Archived" 27 November 2012 at the Wayback Machine.
  • "Bernard Werber - Interview dans la presse". Retrieved 12 September 2016.
  • "'개미' 작가 베르베르 방한…경희대 강연". Maeil Economics. 17 November 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერნარ_ვერბერი“-დან