ბერნარდ გრდზელოვი
ბერნარდ გრდზელოვი (ფრანგ. Bernhard Grdseloff, ნამდვილი გვარი — გრძელაშვილი; დ. 1 ივლისი, 1915, კაირო, — გ. 8 ოქტომბერი, 1950, იქვე) — ეგვიპტოლოგი, წარმოშობით ქართველი.
ეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კურტ ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ლუდვიგ ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი. გრდზელოვის გამოკვლევები (სამი მონოგრაფია და 30-ზე მეტი სტატია), რომელთა ნაწილი დაიბეჭდა მისი სიკვდილის შემდეგ, ეხება პირამიდების ეპოქის ეგვიპტის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. გრდზელოვის რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. ცოლად ჰყავდა დოროთი მეტლიცკი, ინგლისური ენის პროფესორი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ბერნარდ გრდზელოვის გახსენება, გაზ. «სამშობლო», 1979, ნოემბ., №24;
- ჯაფარიძე გ., ბერნარდ გრდზელოვი, გაზ. «კავკასიონი », 1995, ივნ., №24;
- Harari I., Bernhard Grdseloff, «Annales du Service des Antiquités de l"Egypte», t. 60, fasc. 1, Le Caire, 1951;
- Dawson W. R., Hill E. P., Who was who in Egyptology. Third revised ed. by M. L. Bierbier, L., 1995;
- ჯაფარიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.