ბერნარდო გიმარაესი
ბერნარდო ხოაკიმ და სილვა გიმარაესი (პორტ. Bernardo Joaquim da Silva Guimarães; დ. 15 აგვისტო, 1825, ორუ-პრეტუ – გ. 10 მარტი, 1884, იქვე) — ბრაზილიელი პოეტი და რომანისტი. ის ავტორია ისეთი ცნობილი რომანების, როგორიცაა „მონა ქალი იზაურა“ და „სემინარიელი“. მან ასევე გააცნო ბრაზილიურ პოეზიას „verso bestialógico“ („უხამსი ლექსი“), ასევე მოხსენიებული, როგორც „pantagruélico“ (რაბლეს პერსონაჟის პანტაგრუელის მიხედვით) — ლექსები, რომელთა შინაარსი ძალიან უაზროა, თუმცა რიტმული. ამ ჟანრს ეკუთვნის მაგალითად, მისი „O Elixir do Pajé“ („მკურნალის ელექსირი“).
ბერნარდო გიმარაესი | |
---|---|
პორტ. Bernardo Joaquim da Silva Guimarães | |
დაბადების თარიღი | 15 აგვისტო, 1825[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ორუ-პრეტუ |
გარდაცვალების თარიღი | 10 მარტი, 1884[1] [2] [3] [4] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ორუ-პრეტუ |
საქმიანობა | მწერალი[5] , რომანისტი, პოეტი, მოსამართლე და ჟურნალისტი |
ენა | პორტუგალიური ენა |
მოქალაქეობა | ბრაზილია |
ალმა-მატერი | Law School, University of São Paulo და University of São Paulo |
ჟანრი | მელოდრამა |
Magnum opus | A Escrava Isaura და O Seminarista |
ნათესავ(ებ)ი | Alphonsus de Guimaraens და José Armelim Bernardo Guimarães |
ის არის ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მეხუთე კათედრის მფარველი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბერნარდო ხოაკიმ და სილვა გიმარაესი დაიბადა ქალაქ ურო პრეტოში, მინას-ჟერაისში, ჟოაო ხოაკიმ და სილვა გიმარაესის (პოეტი) და კონსტანტა ბეატრის დე ოლივეირა გიმარაესის ოჯახში.
1847 წელს მან დაამთავრა სან პაულოს უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სადაც დაუმეგობრდა პოეტებს ალვარეს დე აზევედოსა და აურელიანო ლესას. მათთან და სხვებთან ერთად იმავე წელს დააარსა „Sociedade Epicureia“ („ეპიკურელთა საზოგადოება“).
1852 წელს იგი გახდა მოსამართლე ქალაქ კატალაოში, გოიასში, ამ თანამდებობაზე 1854 წლამდე დარჩა. 1858 წელს გადავიდა რიო-დე-ჟანეიროში და მომდევნო წელს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნედ გაზეთ „Atualidade“- ში. 1861 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა კატალაოს მოსამართლის მოვალეობას, მაგრამ 1864 წელს ისევ რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნდა. 1866 წელს იგი გახდა რიტორიკისა და პოეზიის მასწავლებელი ურო პრეტოში. 1867 წელს დაქორწინდა. 1873 წელს გახდა ლათინური და ფრანგული ენების მასწავლებელი ქალაქ კელუზში, მინას-ჟერაისში. ბერნარდო გიმარაესი გარდაიცვალა ურო პრეტოში 1884 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერნარდო გიმარაესის ბიოგრაფია ბრაზილიური აკადემიის ოფიციალურ საიტზე (in Portuguese)
- მწერლის შთამომავლების მიერ შექმნილი საიტი. დაარქივებული 2016-08-27 საიტზე Wayback Machine. Archived 2016-08-27 (in Portuguese)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #128969962 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.