ბერნარდინო რამაცინი
ბერნარდინო რამაცინი (იტალ. Bernardino Ramazzini; დ. 3 ნოემბერი, 1633 — გ. 5 ნოემბერი, 1714) — იტალიელი ექიმი. შრომის ჰიგიენის ფუძემდებელი. სწავლობდა ფერარისა და პარმის უნივერსიტეტებში. 1659 წელს მიენიჭა ექიმის წოდება. 1682-1700 წლებში სათავეში ედგა თეორიული მედიცინის კათედრას მოდენის უნივერსიტეტში, ხოლო 1700 წლიდან პრაქტიკული მედიცინის კათედრას პადუის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში უმეტესწილად დაკავდა ეპიდემიოლოგიის საკითხებით, მათ შორის მალარიის მკურნალობით. 1700 წლიდან არის პადუის უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის დარგში. მის მთავარ შრომაში აღწერილია სხვადასხვა პროფესიული დაავადებები. რამაცინის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე სამედიცინო გეოგრაფიის საწყისები. რამაცინის სახელობისაა სხვადასხვა ჰიგიენური საზოგადოებები იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
ბერნარდინო რამაცინი | |
---|---|
იტალ. Bernardino Ramazzini | |
დაბ. თარიღი | 3 ნოემბერი, 1633[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | კარპი |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1714[4] [5] [1] [6] [2] [3] [7] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | პადუა[8] |
საქმიანობა | ექიმი, მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | პადუის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პარმის უნივერსიტეტი |
ბერნარდინო რამაცინი გარდაიცვალა 1714 წლის 5 ნოემბერს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერნარდინო რამაცინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ბერნარდინო რამაცინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Who Named It?
- ↑ 2.0 2.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 3.0 3.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119392364 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.