ბერკუტი
ბერკუტი (უკრ. Бе́ркут) — უკრაინის მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. იგი საბჭოთა კავშირის OMON-ის მემკვიდრეა უკრაინაში. ბერკუტი ნახევრად ავტონომიურია და იმართება ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე (პლქი, რაიონი, ქალაქი). ძირითადად გამოიყენება ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად. ბოლო დროს კი მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით იყენებენ როგორც მილიციას. მისი სრული სახელია მილიციის განცალკევებული სპეცრაზმი „ბერკუტი“.
ბერკუტი | |
---|---|
ბერკუტის ლოგო | |
აქტიური | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტიპი | სპეცდანიშნულების რაზმი |
დევიზი | ხალხის უსაფრთხოება უზენაესი კანონია Безпека народу — найвищий Закон |
ბერკუტის დანაყოფები წარმოდგენილია უკრაინის ყველა რეგიონსა (ოლქი) და ყველა დიდ ქალაქში. რამდენიმე სპეციალურ პოლიციურ დანაყოფს შორის, „ბერკუტი“ ყველა მათგანისთვის ყველაფრისმომცველი სახელი გახდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაუკრაინულ ენაზე „ბერკუტი“ მთის არწივს (Aquila chrysaetos) ჰქვია, რომელიც დიდ ცხოველებზე, ძირითადად მელიებზე ნადირობს.
ისტორია
რედაქტირებაუკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში OMON-ის შექმნის გადაწყვეტილება 1988 წლის 28 დეკემბერს მიიღეს, საბჭოთა OMON-ის შექმნიდან ერთი წლის თავზე.[1] პირველი დანაყოფები ჩამოყალიბდა კიევში, დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ლვოვსა და დონეცკში; ექვემდებარებოდა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოთა შინაგან ძალებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყდა, რომ ყველა ოლქის ცენტრში შექმნილიყო იგივე პრინციპის ძალები, რომლებიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებოდა. 1992 წლის 16 იანვრის ბრძანებით შეიქმნა სწრაფი რეაგირების ძალები სახელად „ბერკუტი“, რომელიც სრული დატვირთვით 1993 წლიდან შეუდგა მუშაობას.
უკრაინის პოლიტიკისა და ეკონომიკის ბრიტანელი მკვლევრის, ტარას კუზიოს 2012 წლის განცხადების თანახმად, ბოლო წლებში ბერკუტს სულ უფრო ხშირად იყენებენ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად და საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოსახდენად.[2] 2013 წლის 30 ნოემბერს, ბერკუტმა ძალისმიერი გზით დაარბია ევრომაიდანზე შეკრებილი მომიტინგეები. 2014 წლის 21 იანვარს სპეცრაზმმა მომიტინგეთა წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენა.
მოვალეობები
რედაქტირებასპეცდანიშნულების რაზმის უმთავრესი მოვალეობაა საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოება და სამოქალაქო წესრიგის ძალისმიერი უზრუნველყოფა ნებისმიერი მასობრივი სამოქალაქო აქტივობის დროს (დემონსტრაციები, პარადები, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და ა. შ.) ან კრიმინალური აქტივობების არეალში, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.
ორგანიზაცია
რედაქტირებაბერკუტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო დანაყოფს, რომელსაც სუბორდინაციას უწევს რეგიონული დეპარტამენტები.
ბერკუტის ბატალიონის შემადგენლობა დამოკიდებულია ოლქზე და მერყეობს 50-დან 600 კაცამდე. მიღებული დავალების გათვალისწინებით, რპეცრაზმი შესაძლოა გაერთიანდეს ლეგიონებად. 2008 წლის იანვრისთვის, ძალები შედგებოდა 2 ლეგიონის, 6 განცალკევებული ბატალიონის და 19 კომპანიისაგან, წევრთა საერთო რაოდენობა 3 250 კაცი იყო.[3] ერთი ლეგიონი განთავსებულია კიევში, მეორე კი ყირიმში.
ბერკუტის წევრთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანია წაბლისფერი ბერეტი.
ბერკუტის დანაყოფები ლეონიდ კუჩმას რეჟიმის დროს ხშირად მონაწილეობდა ოპოზიციის წინააღმდეგ (ნარინჯისფერი რევოლუცია). უფრო უახლეს წარსულში, ბერკუტმა დაარბია ევრომაიდანზე შეკრებილი პრო-ევროპული მომიტინგეები.
-
ბერკუტი ევრომაიდანზე, 1 დეკემბერი, 2013
-
ბერკუტის მებრძოლი
-
ბერკუტელები პროევროპელთა მიტინგზე, 22 იანვარი, 2014 წ. კიევი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (უკრაინული) Truth about special unit "Berkut". TSN. 1+1.
- Berkut and hostage
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MVD website, history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2014-01-24.
- ↑ Berkut Riot Police Used to Falsify Ukrainian Parliamentary Elections, The Jamestown Foundation (14 November 2012)
- ↑ (უკრაინული) МВС України დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine.