ბერი (2011 წლის ფილმი)
ბერი (ფრანგ. Le Moine) — რეჟისორ დომინიკ მოლის კინოფილმი, რომელიც საფრანგეთში გამოვიდა 2011 წლის 13 ივლისს. გადაღებულია ამავე სახელწოდების გოთიკური რომანის „ბერის“ მიხედვით. მთავარ როლშია ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ახალგაზრდა კაპუცინელი ბერის ამბროსიოს ცხოვრებას.
„ბერი Le Moine“ | |
---|---|
რეჟისორი | დომინიკ მოლი |
სცენარის ავტორი | დომინიკ მოლი და სხვ. |
როლებში |
ვენსან კასელი დებორა ფრანსუა ჯოზეფინ ჯეპი სერხი ლოპესი ჯერალდინ ჩაპლინი |
კომპოზიტორი | ალბერტო იგლესიასი |
გამოსვლის თარიღი | 2011 |
ხანგრძლივობა | 101 წთ |
ქვეყანა |
საფრანგეთი ესპანეთი |
ენა | ფრანგული |
ფილმის მოქმედება ვითარდება XVIII საუკუნეში. ერთ დღეს იმ მონასტერს, სადაც ბერი ამბროსიო ცხოვრობდა ეწვევა ნიღაბში მყოფი ახალგაზრდა სახელად ვალერიო. როგორც შემდეგ გაირკვევა ეს ახალგაზრდა გოგონაა სახელად მატილდა. მორწმუნე ბერს სწორედ მატილდა შეაცდენს. მალე ბერის საიდუმლოს ფარდა აეხადა და მას ინკვიზიციას გადასცემენ. სურვილი, გაექცეს საშინელ ტანჯვას ბერი მოელაპარაკება თავად ეშმაკს, მაგრამ ის მოტყუებული დარჩება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ბერი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ვენსან კასელი ფილმის შესახებ დაარქივებული 2011-10-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)