ბერის სენაკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, სოფლის განაპირა, ჩრდილო-დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაშენია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ნაგებობა სამი მხრიდან მიწაშია ჩამჯდარი, მიწის ზევით მხოლოდ სამხრეთ კედელი და სახურავია. სამხრეთით სწორკუთხა კარია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ჩრდილო კიდეში თითო სწორკუთხა ნიშია. ნაგებობას აქვს ორფერდა სხმული სახურავი, რომელიც გარედან მოზრდილი ქვის ფილებითაა დაბურული. აღმოსავლეთის ფერდზე, გადახურვის ერთ-ერთ ქვაზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. ნაგებობას ირგვლივ დაბალი გალავანი ევლება.

ლიტერატურა

რედაქტირება