ბერიკაანთ ხატიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. ბერიკაანთ ხატი დგას სოფელ მაღრაანის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (7,2 X 5,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: კედლები 1,5-1,8 მეტრის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი, ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა, თაღოვანი ნიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება