გიორგი ბერიევი

(გადამისამართდა გვერდიდან ბერიევი, გიორგი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი მიხეილის ძე ბერიევი (ბერიაშვილი) (დ. 13 თებერვალი [ ძვ. სტ. 31 იანვარი], 1903, თბილისი ― გ. 12 ივლისი, 1979, მოსკოვი) — ავიაკონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა კალინინის სახელობის ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1934–1968 წლებში ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბოუროს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროთვითმფრინავები (მბრ-2, მრ-1, მდრ-5, მრ-7 ბე-6), რეაქტიული მფრინავი ნავები (რ-1 და ბ-10), ამფიბია თვითმფრინავები (ბე-8 და ბ-12), სახომალდე საკატაპულტე თვითმფრინავები (მე-2 და ბე-4) და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავი (ბე-30). სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1947, 1968). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 318.
  • ტატიშვილი ი., დიდი ქართველი გენერალური ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიაშვილი, თბ., 1989;


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ბერიევი“-დან