ბერეზანი (მდინარე)
ბერეზანი (ბერეზანკა) — მდინარე, ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შემდეგ კი შავ ზღვაში. მდინარის სიგრძეა 49 კმ. მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 890 კმ²-ს. დაქანება 1,5 მ/კმ. სიფართე 2 კმ. მდინარის კალაპოტი დაკლაკნილია, სათავეებში სიგანე 5 მ, სიღრმე 1,2—1,5 მ. ზაფხულობით ნაწილობრივ შრება, გამოიყენება სავარგულების მოსარწყავად. მდინარე იღებს სათავეს სოფელ სტეპნოეში და მოედინება ვესელინოვეს, მიკოლაივის, ოჩაკივისა და ბერეზანკის რაიონების (მიკოლაივის ოლქი) ტერიტორიებზე.
დასახელება
რედაქტირებავლადიმერ ნიკონოვი (1904—1988) აღნიშნავს რომ, სახელი შეიძლება მოდიოდეს ავესტიურიდან berezant, სკვითური bresant, რაც ნიშნავს «მაღალს».[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- სსრკ-ს წყლის რესურსები. — ლენინგრადი, 1967.
- Каталог річок України. — Видавництво АН УРСР, Київ, 1957.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ იანკო მ.ტ. Топонімічний словник України: Словник-довідник. - К.: Знання, 1998. - С. 39