ბეჟან (ჟანი) კალანდაძის ქუჩა
ბეჟან (ჟანი) კალანდაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ორთაჭალა); ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ნადიკვრის III ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნეში. თავდაპირველად ნადიკვრის ქუჩა, შემდეგ — ნადიკვრის I ქუჩა ერქვა. XX საუკუნის 40-იან წლებში ბევრეთის ქუჩა დაერქვა, XX საუკუნის 70-იან წლებში კი ნარიმან ნარიმანოვის. 1990 წელს კვლავ დაბრუნდა ბევრეთის ქუჩის სახელი. 2005 წელს ბეჟან კალანდაძის სახელი ეწოდა. აქვეა მისი სახელობის სკვერი.
ბეჟან (ჟანი) კალანდაძის ქუჩა | |
---|---|
ბეჟან (ჟანი) კალანდაძის ქუჩა | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ორთაჭალა |
წინა სახელები | ნადიკვრის ქუჩა, ნადიკვრის I ქუჩა, ბევრეთის ქუჩა, ნარიმან ნარიმანოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 96, ISBN 978-99928-20-35-3.