ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბენურ პაშაიანი (სომხ. Բենուր Փաշայան; დ. 13 თებერვალი, 1959, აზავრეთი, საქართველოს სსრ) — სომეხი და საბჭოთა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. იგი იყო ორგზის მსოფლიოს, ევროპის და საბჭოთა ჩემპიონი. პაშაიანმა აგრეთვე მოიგო ოქროს მედალი 1984 წლის მეგობრობის თამაშებზე ოლიმპიური ბოიკოტის დროს. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982).

ბენურ პაშაიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Բենուր Փաշայան
სრული სახელი Բենուր Փաշայան
დაბ. თარიღი 13 თებერვალი, 1959 (1959-02-13) (65 წლის)
დაბ. ადგილი აზავრეთი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 2019(2019-12-13)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი[2]
წონა 52 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
კლუბი დინამო ერევანი
მწვრთნელი ალბერტ მნაცაკანიანი
ჰარუთიან ხაჩათრიანი
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
კაცთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მეგობრული თამაშები
ოქრო 1984 ბუდაპეშტი 52 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 1982 კატოვიცე 52 კგ
ოქრო 1983 კიევი 52 კგ
ევროპის ჩემპიონატიs
ოქრო 1981 გოსენბურგი 52 კგ
ოქრო 1982 ვარნა 52 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბენურ პაშაიანი დაიბადა 1959 წლის 13 თებერვალს აზავრეთში, საქართველოს სსრ-ის ახალქალაქის რეგიონის სოფელში. იგი ჭიდაობით მოზარდობის პერიოდში დაინტერესდა. შემდეგ ყურადღება ბერთნულ-რომაული სტილით ჭიდაობაზე გაამახვილა. მან ამ სტილით ჭიდაბობა დაიწყო ერევანში, ალბერტ მნაცაკანიანისა და ჰარუთიან ხაჩათრიანის მეთვალყურეობის ქვეშ. 1977 და 1979 წელს იგი გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჭიდაბის ჩემპიონატის გამარჯვებული.

პაშაიანი იყო: 1981 წლის ზაფხულის „უნივერსაიდის“ ჩემპიონი (გოსენბურგი), ორგზის ევროპის ჩემიონი, 1981 და 1982 წლებში გამართული ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატების გამარჯვებული, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი; მას ოქროს მედლები აგრეთვე მოპოვებული აქვს 1982 (კატოვიცე) და 1983 (კიევი) წლების მსოფლიო ჭიდაობის ჩემპიონატებზე. 1993 წელს FILA-მ იგი აღიარა საუკეთესო ბერძნულ-რომეული სტილით მოჭიდავედ.

მის წონით კატეგორიაში ბოლო ორი წლის ასპარეზობისას მას პირველი ადგილი მიენიჭა. 1984 წლის ზაფხულის ომილპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (მსუბუქ, 52 კგ კატეგორიაში) იგი ოქროს მოგებუს მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.[3] თუმცა, 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტის გამო, მან მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის ნაცვლად, მან და საბჭოთა კავშირის სხვა სპორტსმენებმა 1984 წლის მეგობრობის თამაშებში იასპარეზეს. ხსენებულ ტურნირში ბენურ პაშაიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის გრან პრიქსზე 1984 და 1985 წლებში. იგი ყოველ კონკურსზე პირველ ადგილს იკავებდა. 1985 წელს, ბენურ პაშაიანი პენსიაზე გავიდა; აღსანიშნავია, რომ მას კარიერის განმავლობაში არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ წაუგია.

1986 და 1989 წელს პაშაიანი იყო მწვრთნელი საბჭოთა სომხეთიში. 1989 წელს დაამთავრა სომხეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. პაშიანი მოგვიანებით გახდა სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 1999 წლიდან 2000 წლამდე.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბენურ_პაშაიანი“-დან