ბენილუქსი
(გადამისამართდა გვერდიდან ბენილუქსის ქვეყნები)
ბენილუქსი (Benelux) — ეკონომიკური კავშირი დასავლეთ ევროპაში, რომელშიც სამი სახელმწიფო ერთიანდება: ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. ესაზღვრება საფრანგეთსა და გერმანიას. კავშირის სახელწოდება შედგენილია წევრი ქვეყნების პირველი ასოებისგან (ბელგია+ნიდერლანდები+ლუქსემბურგი). ბენილუქსის მოსახლეობა 27 562 217 კაცს შეადგენს, ხოლო ფართობი 74 640 კმ²-ს (28 819 მილი²). კავშირი შეიქმნა 1921 წლის 25 ივლისს.