ბელტი — ნაოჭა მთათა სისტემის შიგნით მოქცეული, შედარებით უფრო ადრე კონსოლიდირებული ტექტონიკური ერთეული. ბელტისთვის დამახასიათებელია ნალექთა ბაქნისებრი ფაციესები და და ზეწრული დანაოჭება. ბელტი დედამწის ქერქის უფრო მსხვილი სტრუქტურული ერთეულის — შუალედი მასივის — განმხოლოებული ნაწილია; მაგ., საქართველოს ბელტი, აზერბაიჯანისა და ართვინ-ბოლნისის ბელტები, რომლებიც ამიერკავკასიის შუალედი მასივის დასახსვრის შედეგად წარმოიშვა.

ლიტერატურა

რედაქტირება