ბელკოვის კუნძული[1] (რუს. Бельковский) — კუნძული ლაპტევების ზღვაში (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). ანჟუს კუნძულების ჯგუფის ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძული (შედის ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგში). ფართობი დაახლ. 500 კმ². ნაპირები მოსწორებულია, ადგილ-ადგილ კლდოვანი. ზედაპირი ვაკეა (სიმაღლე 127 მეტრამდე). გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ჭარბობს არქტიკული ტუნდრის მცენარეულობა. მრავლადაა ფრინველთა ბაზრები; სევერნის კონცხის ნაპირებზე ლომვეშაპთა თავშესაყარია (ამიტომ ლომვეშაპის კონცხსაც ეძახიან). კუნძულს სახელი ეწოდება რუსი მრეწველის, ბელკოვის პატივსაცემად, რომელმაც ის 1808 წელს აღმოაჩინა.[2]

ბელკოვის კუნძული
მშობ. სახელი: Бельковский

თანამგზავრული ფოტოსურათი
გეოგრაფია
მდებარეობა ლაპტევების ზღვა
კოორდინატები 75°33′09″ ჩ. გ. 135°50′28″ ა. გ. / 75.55250° ჩ. გ. 135.84111° ა. გ. / 75.55250; 135.84111
ფართობი 500 კმ²
უმაღლესი წერტილი 127 მ
ფედ. სუბიექტი სახა (იაკუტია)
ბელკოვის კუნძული — რუსეთი
ბელკოვის კუნძული
ბელკოვის კუნძული ახალი ციმბირის არქიპელაგის რუკაზე
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 32.
  2. Бельковский // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 294.