ბელინცონის ციხესიმაგრეები
ბელინცონის სამი ციხესიმაგრე — საფორტიფიკაციო ნაგებობათა ჯგუფი შვეიცარიის ტიჩინოს კანტონის ქალაქ ბელინცონის გარშემო. ჯგუფი შედგება კასტელგრანდეს, მონტებელოსა და სასო-კორბაროს ციხესიმაგრეებისგან. კასტელგრანდე თავის გამაგრებულ კედლებთან ერთად, რომელიც ძველ ქალაქს იცავს და უკავშირდება მონტებელოს, მდებარეობს ბორცვზე, რომელიც მთელს ხეობას გადაჰყურებს. მესამე ციხესიმაგრე (სასო-კორბარო) მდებარეობს იზოლირებულ კონცხზე, დანარჩენი ორი ნაგებობის სამხრეთით.[1] 2000 წლიდან, სამივე ციხესიმაგრე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სავაჭრო ქალაქ ბელინცონის სამი ციხესიმაგრე, დამცავი კდელები და ბურჯები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სამივე ციხესიმაგრის ხედი | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°11′34″ ჩ. გ. 9°01′20″ ა. გ. / 46.19278° ჩ. გ. 9.02222° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 884 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 884 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბელინცონის ყოველთვის ეკავა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ალპებში. რამდენიმე უმთავრესი ალპური გზა სწორედ ქალაქის სიახლოვეს ერთდებოდა, რაც მას წამყვან სავაჭრო ცენტრად აქცევდა. კასტელგრანდეს ციხესიმაგრე ძვ. წ. I საუკუნეში, რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობისას აშენდა. მომდევნო საუკუნეებში ის დანგრევის პირას მივიდა, მაგრამ IV საუკუნეში აღადგინეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს. დიოკლეტიანესა და კონსტანტინე დიდის მეფობისას, ჩრდილოეთ იტალიის დასაცავად თავდასხმებისაგან, ბელინცონაში სიმაგრეთა მთელი ჯაჭვი და მათთან არსებული სადარაჯო კოშკები აშენდა. ქალაქის მდებარეობა მიიჩნეოდა თავდაცვის მთავარ გასაღებად და კასტელგრანდეს საფუძვლებზე მოზრდილი ციხესიმაგრე აიგო, რომელსაც 1000 კაციანი კოჰორტა შეეძლო დაეტია. მისი პირველი გამოცდა 475 წელს შედგა, როდესაც ალემანების 900 კაციანი ჯგუფი ციხის გარნიზონმა გაანადგურა.
მონტებელოს ციხესიმაგრე 1313 წელს აშენდა, სასო-კორბარო კი 1478 წელს.