ბელა-ტოლა (იტალ. Bella Tola) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალეს კანტონში; გადაჰყურებს სოფელ სენ-ლიუკს. ზღვის დონიდან 3 025 მ სიმაღლით იგი ქვეჯგუფის უმაღლესი მწვერვალია. აღმართულია ვაისჰორნის ჯაჭვის ჩრდილოეთ დაბოლოების სიახლოვეს.

ბელა-ტოლა
ბელა-ტოლა (ცენტრში მარცხნივ) ტორენტჰორნიდან
ბელა-ტოლა (ცენტრში მარცხნივ) ტორენტჰორნიდან
კოორდინატები: 46°13′53″ ჩ. გ. 7°38′46″ ა. გ. / 46.23139° ჩ. გ. 7.64611° ა. გ. / 46.23139; 7.64611
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3025 
ქედი პენინის ალპები
ბელა-ტოლა — შვეიცარია
ბელა-ტოლა

ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია თავისივე სახელობის პატარა მყინვარი.

მთა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის; ასვლა შესაძლებელია რამდენიმე ბილიკით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ბელა-ტოლა შუადღეს