ბელარუსის რკინიგზა

ბელარუსის რკინიგზა (ბელარ. Беларуская чыгунка) — ბელარუსის სარკინიგზო ქსელის ოპერატორი. ეს არის სახელმწიფო გაერთიანება, რომელიც ექვემდებარება ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს. მის შემადგენლობაში შედის იურიდიული სტატუსის მქონე 66 ორგანიზაცია და სამი წარმომადგენლობა. ბელარუსის რკინიგზის მართვის აპარატს წარმოადგენს ბელარუსის რკინიგზის სამმართველო.

ბელარუსის რკინიგზა

ლოგო

სისტემის რუკა
მონაცემები
ფუნქციონირების თარიღები 1992–დღემდე
ლიანდი 1520 მმ
სიგრძე 5491 კმ
ვებ-საიტი rw.by

ბელარუსის რკინიგზა დაკავშირებულია შემდეგი ქვეყნების რკინიგზებთან: ლატვია (ლატვიის რკინიგზა), ლიეტუვა (ლიეტუვის რკინიგზა), პოლონეთი (პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზა), რუსეთი (რუსეთის რკინიგზა) და უკრაინა (უკრაინის რკინიგზა).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება