ბეკრენევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი

ბეკრენევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი (რუს. Бекреневский Свято-Николаевский монастырь) — ყოფილი მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კონსტანტინოვსკის რაიონში როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

ბეკრენევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი
ბეკრენევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი — რუსეთი
ბეკრენევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1888-1895

მონასტერი შეიქმნა 1910 წელს. მონასტერთან აგებული იყო ხის ორსაკურთხევლიანი ეკლესია, რომლის ერთი საკურთხეველი იყო წმინდა ნიკოლოზის, ხოლო მეორე თავად ალექსანდრე ნეველის სახელზე. აქვე იყო სასტუმრო მომლოცველთათვის. სამლოცველოს ახლოს იყო მონასტრის სასაფლაო სერგი რადონეჟელის სახელზე აგებული ეკლესიით.

ისტორია რედაქტირება

ბეკრენევის მონასტრის დაარსება დაკავშირებულია რუსეთ-ოსმალეთის ყირიმის ომთან. სევასტოპოლის დაცვის ერთ-ერთი მონაწილე იყო ციმლიანის რაიონის სტანიცა მარინსკელი კაზაკი სერგეი პოლიაკოვი. ომიდან დაბრუნების შემდეგ მან პირობა დადო, რომ დაღუპული მეგობრობის პატივისცემის ნიშნად გათხრიდა ჭას. მან ჭა გათხარა ბეკრენევის ხევში და მას უწოდა თათრებთან ბრძოლის გმირის ბეკრენიას სახელი, რომელიც ლეგენდის თანახმად სწორედ აქ იყო დაკრძალული. ჭის სიღრმე იყო 12,5 მ. მას გაუკეთეს ხის სახურავი და აკურთხეს.

1867 წლის 25 მაისს იმპერატორი ალექსანდრე II გადაურჩა ტერორისტულ აქტს. ამ ფაქტის აღსანიშნავად პოლიაკოვის მეგობარმა ს. აბროსიმოვმა იმპერატორს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც თხოვდა გადარჩენის სამახსოვროდ გაეღო 1 000 რუბლი შემოწირულობა ახალი ტაძრის ასაგებად.

ალექსანდრე II-ის ბრძანებით ჭასთან ააშენეს ეგვტერი, რომელიც აკურთხეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ყოველწლიურად წმინდა წყაროსთან 22 მაისს 5 000-მდე მომლოცველი მიდიოდა.

1888 წელს სარკინიგზო ავარიაში იმპერატორ ალექსანდრე III-ის ოჯახის გადარჩენის გამო ეკლესიასთან ააშენეს სამლოცვლო, რომელიც აკურთხეს 1888 წელს. ეკლესიაში დააყენეს კანკელი და მოხატეს კედლები. 1910 წლიდან ეკლესია დედათა მონასტრად გადაკეთდა. მისი კურთხევა მოხდა 1913 წელს. დედათა მონასტრის მმართველად დაინიშნა იღუმენია ამფიანა.

1920-იანი წლების შუა წლებში ეკლესია დახურეს. უკანასკნელი იღუმენია იყო მიტროფანია. 1930-იან წლებში ეკლესიაში მოღვაწე იღუმენიები დააპატიმრეს რადგან მათი ბრალდებით, ისინი გამოდიოდნენ კოლექტივიზაციის წინააღმდეგ.

XX საუკუნის 50-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს. ამჟამად მის ნანგრევებზე აღმართულია მართლმადიდებლური ჯვარი. ყოველი წლის 22 მაისს ამ ადგილზე მსვლელობას აწყობს მართლმადიდებელი მრევლი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება