ბეკმანის გადაჯგუფება

გადაჯგუფების რეაქცია

ბეკმანის გადაჯგუფება — ოქსიმების მჟავათა ამიდებად გარდაქმნის ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მადეჰიდრატირებელი მჟავა ნივთიერებების (PCl5, C2H5, C6H5 და სხვა) მოქმედებით:

ბეკმანის გადაჯგუფების მექანიზმი
ბეკმანის გადაჯგუფების მექანიზმი

ისტორია და გამოყენება

რედაქტირება

ბეკმანის გადაჯგუფებას ფართოდ იყენებენ კაპრონის წარმოებაში (ციკლოჰექსანონოქსიმის ε-კაპროლაქტამად გარდაქმნის რეაქცია). ეს გადაჯგუფება აღმოაჩინა გერმანელმა ქიმიკოსმა ერნესტ ოტო ბეკმანმა 1886 წელს, რომლის პატივსაცემადაც ბეკმანის გადაჯგუფება ეწოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 273.
  • Реакции и методы исследования органических соединений / Под ред. В. М. Родионова, Б. А. Казанского, И. Л. Кнунянца. — М.: ГНТИХЛ, 1954. — Т. 3. — С. 137—253.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება