ბეიჯინგის სასახლის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეიჯინგის სასახლის მუზეუმი(ჩინ.: 故宫博物院) — დიდი ეროვნული მუზეუმი, განთავსებული ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგის აკრძალულ ქალაქში. მისი ფართობია 720,000 კვ.მ და იგი ინახავს მინის და ცინგის დინასტიების იმპერიული სამეფო სასახლეების კოლექციას. მუზეუმი ჩამოყალიბდა 1406-1420 წლებში და შედგება 980 შენობისგან.[1] მისი კოლექცია შეიცავს 1,8 მილიონზე მეტ ექსპონატს, უმეტესად მინისა და ცინგის იმპერიების პერიოდიდან.

ბეიჯინგის სასახლის მუზეუმი
39°54′56″ ჩ. გ. 116°23′26″ ა. გ. / 39.91555611° ჩ. გ. 116.39083306° ა. გ. / 39.91555611; 116.39083306
დაარსდა 1925 წ.
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა Donghuamen Subdistrict
ოფიციალური საიტი http://www.dpm.org.cn/ და http://en.dpm.org.cn/
Map

2018 წელს მუზეუმი დაახლოებით 17 მილიონზე მეტი ვიზიტორის მიღებით მსოფლიოს ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმი გახდა. სტუმართა ზრდის გამო, მენეჯმენტმა 2015 წლიდან დღეში 80 000 ვიზიტორის ლიმიტი დააწესა, რათა დაეცვა მუზეუმის ინფრასტრუქტურა და ვიზიტორთა გამოცდილება.[2]

ბეიჯინგის სასახლის მუზეუმი განთავსებულია აკრძალულ ქალაქში, ჩინეთის იმპერიულ სასახლეში, რომელიც მინისადა ცინგის დინასტიებმა გამოიყენეს თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში. იგი მდებარეობს ბეიჯინგის ცენტრში და სამეფო ოჯახის საცხოვრებელი, საცერემონიო და პოლიტიკური ცენტრი იყო. მუზეუმის კომპლექსი აშენებული იყო 1406-1420 წლებში და შედგება 980 გადარჩენილი შენობისგან, 8 707 ოთახით და 720 000 კვ. მ. ფართობით.[3] იგი წარმოადგენს ტრადიციული ჩინური სასახლური არქიტექტურის[4] მაგალითს და გავლენა იქონია აღმოსავლეთ აზიის კულტურულ და არქიტექტურულ განვითარებაზე. აკრძალული ქალაქი 1987[4] წელს გამოცხადდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად და ამჟამად ითვლება, როგორც მსოფლიოში შემონახული უძველესი ხის ნაგებობების უდიდესი კოლექცია.

1912 წელს ჩინეთის ბოლო იმპერატორი პუი გადადგა. შეთანხმების თანახმად, პუი დარჩა შიდა კარში, ხოლო გარე კარი გადაეცა საზოგადოებრივ სარგებლობას,[5] სადაც მცირე მუზეუმი გაიხსნა გარე კარის არტეფაქტების გამოსაფენად. 1924 წელს პუი გაიყარეს შიდა კარიდან.[6] ამის შემდეგ, 1925 წლის 10 ოქტომბერს, დაარსდა სასახლის მუზეუმი აკრძალულ ქალაქში.[7] მუზეუმის კოლექცია ეფუძნება ცინგის იმპერიულ შეკრებას. 1925 წლის აუდიტის მიხედვით, აკრძალულ ქალაქში დაცული იყო 1.17 მილიონი მხატვრული ნაწარმოები.[8] გარდა ამისა, იმპერიულ ბიბლიოთეკებში უამრავი იშვიათი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი ინახებოდა.[9] 1933 წლიდან იაპონური ინვაზიის საფრთხის გამო, მუზეუმის კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ევაკუაცია დაიწყო.[10] მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს კოლექცია დაბრუნდა ნანკინში.[11] თუმცა, ჩინური სამოქალაქო ომის გამარჯვების მოახლოებასთან ერთად, ნაციონალისტურმა მთავრობამ ეს კოლექცია ტაივანზე გადაიყვანა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობის ქვეშ, მუზეუმმა ჩაატარა ახალი აუდიტი და ძებნა აკრძალულ ქალაქში, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი გამოავლინა. გარდა ამისა, მთავრობამ სხვა მუზეუმებიდან გადმოიტანა ექსპონატები.[12]

კოლექციები

რედაქტირება

მუზეუმს აქვს 1,8 მილიონზე მეტი ექსპონატი, მათ შორის, მხატვრობა, კერამიკა, ბეჭდები, ქანდაკებები და სხვა. ეს კოლექცია ეფუძნება ცინგის დინასტიის იმპერიულ მემკვიდრეობას, რომლის 1925 წლის აუდიტმაც 1,17 მილიონამდე ნივთი აღმოაჩინა. 1930-იან წლებში, იაპონური აგრესიის საფრთხემ მოითხოვა მუზეუმის ყველაზე ფასეული ნივთების ევაკუაცია, რომლებიც შემდეგ ნანკინში დაბრუნდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუმცა, კომუნისტური გამარჯვების დადგომასთან ერთად, ნაციონალისტურმა მთავრობამ მათი ნაწილი ტაიბეიში გადაიტანა, სადაც დღეს ტაივანის სასახლის მუზეუმის ძირითად ბირთვს წარმოადგენს. ბეიჯინგის სასახლის მუზეუმმა საბოლოოდ გააფართოვა თავისი კოლექცია ათწლეულების განმავლობაში და უკანასკნელი ინვენტარიზაციით 55 000-ამდე ახალი ექსპონატი აღმოაჩინა. 2016 წლის მონაცემებით, მუზეუმში 1 862 690 ნივთი ინახება.[13]

სასახლის მუზეუმში ინახება 340 000 ცალი კერამიკა და ფაიფური. ისევე როგორც სხვა ნამუშევრები, ეს მოიცავს იმპერიულ ტანისა და ცინგის დინასტიებიდან, ასევე სასახლის და, ზოგჯერ, პირადად იმპერატორის დაკვეთით შესრულებულ კოლექციებს. ეს კოლექცია საყურადღებოა, რადგან ის მომდინარეობს იმპერიული კოლექციიდან და, შესაბამისად, წარმოადგენს ჩინეთში ფაიფურის საუკეთესო წარმოებას; სხვა დიდი კოლექციები ტაიპეის ეროვნული სასახლის მუზეუმში და ნანკინის მუზეუმშია.[12]

  1. 故宫到底有多少间房 [How many rooms in the Forbidden City]. Singtao Net (ჩინური). 27 სექტემბერი 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2007. ციტირების თარიღი: 2007-07-05.
  2. Forbidden City becomes world's most visited museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2019-06-04
  3. „故宫到底有多少间房 (How many rooms in the Forbidden City)“ (ჩინური). Singtao Net. 2006-09-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-18. ციტირების თარიღი: 2007-07-05.
  4. 4.0 4.1 UNESCO World Heritage List: Imperial Palaces of the Ming and Qing Dynasties in Beijing and Shenyang. UNESCO. ციტირების თარიღი: 2007-05-04
  5. p 137, Yang (2003)
  6. Yan, Chongnian (2004). „国民—战犯—公民 (National - War criminal - Citizen)“, 正说清朝十二帝 (True Stories of the Twelve Qing Emperors) (zh). Beijing: Zhonghua Book Company. ISBN 710104445X. 
  7. Cao Kun (2005-10-06). „故宫X档案: 开院门票 掏五毛钱可劲逛 (Forbidden City X-Files: Opening admission 50 cents)“. Beijing Legal Evening (ჩინური). People Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2007-07-25.
  8. (1925) 故宫物品点查报告 [Palace items auditing report]. Beijing: Caretaker Committee of the Qing Dynasty Imperial Family. Reprint (2004): Xianzhuang Book Company. ISBN 7-80106-238-8. 
  9. Dorn, Frank (1970). The forbidden city: the biography of a palace. Charles Scribner's Sons, გვ. 176. OCLC 101030. 
  10. See map of the evacuation routes at: National Palace Museum – Tradition & Continuity. National Palace Museum. ციტირების თარიღი: 2007-05-01
  11. National Palace Museum – Tradition & Continuity. National Palace Museum. ციტირების თარიღი: 2007-05-01
  12. 12.0 12.1 „北京故宫与台北故宫 谁的文物藏品多? (Beijing Palace Museum and Taipei Palace Museum: which collection is bigger?)“. Guangming Daily (ჩინური). Xinhua Net. 2005-01-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-10. ციტირების თარიღი: 2007-07-05.
  13. Palace Museum discovers 55,000 items hidden within the Forbidden City – Life & Culture News – SINA English. ციტირების თარიღი: 2017-06-04