ბედონის მეორე კოშკი
არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონში. განეკუთვნება XIII საუკუნეს.
ბედონის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონში. განეკუთვნება XIII საუკუნეს. კოშკი გეგმით კვადრატულია, ნაგებია კარგად გათლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის ნაწილი. კოშკის ქვედა ნაწილი მიწის დონიდან 4 მეტრის სიმაღლეზე მასიურია. პირველი სართულს შესასვლელის გარდა სხვა არქიტექტურული ელემენტი არ გააჩნია. სოფლის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია ასეთივე კოშკის ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 227.