ბეგოთკარის ნამოსახლარი ბორცვი
ბეგოთკარის ნამოსახლარი ბორცვი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენიან-ბეგონში, მისგან დასავლეთით, ალვის ხეებითა და ბუჩქნარით დაფარულ ბორცვზე შეინიშნება ნაგებობათა ქვაბულები. ალაგ-ალაგ ფიქსირდება კედლის ნაშთებიც. არქეოლოგიური სამუშაოების გარეშე რთულია განისაზღვროს დასახლების ტიპი და ასაკი. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ ბორცვზე პრეისტორიული ხანის ფენებიც დაფიქსირდეს. საჭიროა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები. უნდა მოხდეს ნაგებობათა მაქსიმალური გამოვლენა, ფიქსაცია და დეტალური აღწერა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39293