ბეატა შიდლო
ბეატა მარია შიდლო (პოლ. Beata Maria Szydło; დ. 15 აპრილი 1963, ოსვენციმი) — პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2015 წლიდან.
ბეატა შიდლო | |
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი 2017 |
პრეზიდენტი | ანჯეი დუდა |
პრემიერ-მინისტრი | მატეუშ მორავეცკი |
წინამორბედი | მატეუშ მორავეცკი |
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ნოემბერი 2015 – 11 დეკემბერი 2017 | |
წინამორბედი | ევა კოპაჩი |
მემკვიდრე | მატეუშ მორავეცკი |
დაბადებული | 15 აპრილი 1963 ოსვენციმი, პოლონეთი |
ეროვნება | პოლონელი |
პოლიტიკური პარტია | კანონი და სამართალი |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია |
საიტი | ოფიციალური საიტი |
1989 წელს დაამთავრა იაგელონსკის უნივერსიტეტის ეთნოგრაფიული ფაკულტეტი კრაკოვში. 1989-1995 წლებში იყო ისტორიის და ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტი იაგელონსკის უნივერსიტეტში. 1997 წელს დაამთავრა კულტურის მენეჯერების ასპირანტურა ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში, ხოლო 2001 წელს — კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ტერიტორიულ მართვას.
2004 წელს გახდა სახანძრო დაცვის ნებაყოფლობითი დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდეტი ქალაქ ბჟეშეში. 2005 წელს იგი შეუერთდა პარტია „სამართალი და სამართლიანობას“, არჩეულ იქნა სეიმში (ხელახლა აირჩიეს 2007 და 2011). 2010 წლიდან — პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერის მოადგილე. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.