ბაჰრეინული დინარი

ბაჰრეინული დინარი — ფულის ერთეული ბაჰრეინის სამეფოში. 1 დინარი = 100 ფილსი. ISO 4217 კოდი — BHD, ასევე გამოიყენება BD.

ბაჰრეინული დინარი
دينار بحريني
50 ბაჰრეინული დინარი
50 ბაჰრეინული დინარი
კოდი ISO 4217 BHD
ქვეყანა ბაჰრეინი
ოფიციალური
მომხმარებლები
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
შედგება 100 ფილსი
სიმბოლო .د.ب BD
მონეტები 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი
ბანკნოტები 0,5, 1, 5, 10 და 20 დინარი
ცენტრალური ბანკი ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
(29 ივნისი 2011 თვის)
1 USD = 3,7490 BHD
1 EUR = 4,7810 BHD
1 GBP = 5,8180 BHD

მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 0,5, 1, 5, 10 და 20 დინარი, ასევე მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი. 1966 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბაჰრეინული დინარი იყო აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული, მისი დირჰამით შეცვლამდე.

ისტორია რედაქტირება

1959 წლის 28 აპრილამდე ქვეყანაში მიმოქცევაში იყო ინდური რუპია, სანამ ის არ შეცვალეს სპარსეთის ყურის რუპიით[1].

სპარსეთის ყურის რუპია მიბმული იყო ინდურ რუპიასთან. 1965 წელს როდესაც ინდური რუპია გაუფასურდა, ასევე მსყიდველობითი უნარი დაკარგა სპარსეთის ყურის რუპიამაც, ამის შემდეგ ბაჰრეინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი ფულის ერთეულის გამოშვება[2].

ბაჰრეინული დინარი მიმოქცევაში შევიდა 1965 წლის 11 ოქტომბერს. მომდევნო წელს ბაჰრეინული დინარი გახდა აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული[3][4].

დინარის კურსი მიბმულია ამერიკულ დოლართან[5][6].

მონეტები რედაქტირება

 
ბაჰრეინული ფილსი, შედარებითი ზომები

1965 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი.

ბანკნოტები რედაქტირება

1964 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბანკნოტებს უშვებს ბაჰრეინის სავალუტო საბჭო, ხოლო 1973 წლიდან - ბაჰრეინის სავალუტო სააგენტო[7]. 2006 წელს სავალუტო სააგენტო გარდაიქმნა ბაჰრეინის ცენტრალურ ბანკად.

ბაჰრეინში მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით 1/2, 1, 5, 10 და 20 დინარი. ბაჰრეინული დინარის არსებობის განმავლობაში მიმოქცევაში იყო ცხრა სახის კუპიურა. რომელთა უმრავლესობა გაფორმებული იყო ისტორიული, შენობებით, ძეგლებით, ორნამენტებით[8].

მთელი ისტორიის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა ბანკნოტები.

კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ (ბაჰრეინის საემირო გახდა ბაჰრეინის სამეფო), პირველად გამოვიდა ბანკნოტი მეფის პორტრეტით[9].
1999 წლის სერია
    0,5 ბაჰრეინული დინარი

    1 ბაჰრეინული დინარი

    5 ბაჰრეინული დინარი

    10 ბაჰრეინული დინარი

    20 ბაჰრეინული დინარი

სქოლიო რედაქტირება

  1. ბაჰრეინის ფულის ერთეული (BHD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  2. Currencies. Bahraini dinar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  3. ბაჰრეინული დინარი
  4. ბაჰრეინის სამეფოს ფულის ერთეული
  5. ბაჰრეინის დინარი
  6. ბაჰრეინული დინარის კურსი დაარქივებული 2008-04-28 საიტზე Wayback Machine. }
  7. ბაჰრეინის ვალუტა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-11. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  8. ბაჰრეინის ეკონომიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-12. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  9. ბაჰრეინის ვალუტა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2011-09-29.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება