ბაჰა ტაჰირი
ბაჰა ტაჰირი (არაბ. بهاء طاهر, დ. 1935, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი რომანისტი და მოთხრობების ავტორი. წერს არაბულად. 2008 წელს დაჯილდოვდა არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემიით.
ბაჰა ტაჰირი | |
---|---|
არაბ. بهاء طاهر | |
დაბადების თარიღი | 1935[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | გიზა |
გარდაცვალების თარიღი | 27 ოქტომბერი, 2022[5] |
გარდაცვალების ადგილი | კაირო |
საქმიანობა | მთარგმნელი, მწერალი და რომანისტი |
მოქალაქეობა |
Kingdom of Egypt Republic of Egypt გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ეგვიპტე |
ალმა-მატერი | Faculty of Arts at Cairo University |
Magnum opus | al-Ḥubb fī al-manfá და Wāḥat al-ghurūb |
ჯილდოები | International Prize for Arabic Fiction და State Appreciation Award in Literature |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბაჰა ტაჰირი დაიბადა 1935 წელს, კაიროში.[6] დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი. 1975 წლიდან წერა აუკრძალეს,[7] რის გამოც ეგვიპტე დატოვა და აფრიკისა და აზიის მასშტაბით იმოგზაუროა მთარგმნელად სამუშაოს საშოვნელად.[7] 1980-1990-იან წლებში შვეიცარიაში ცხოვრობდა და გაერთიანებული ერებისთვის მთარგმნელად მუშაობდა.[6] შემდეგ ტაჰირი ეგვიპტეში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობს.
რომანები
რედაქტირება- პალმების აღმოსავლეთით (1985) (არაბ. شرق النخيل) — ტაჰირის პირველი რომანი, რომელიც ნაწილ-ნაწილ გამოიცა.[7]
- Qalat Duha (1985) (არაბ. قالت ضحى).
- 'დეიდა საფია და მონასტერი (1991) (არაბ. خالتي صفية والدير) — ტაჰირის მესამე რომანი, რომელშიც მოქმედება ზემო ეგვიპტეში ხდება. სისხლის დავის გამო ახალგაზრდა მუსლიმი კაცი შურისძიებისგან თავის დასახსნელად თავშესაფარს კოპტურ მონასტერში პოულობს.
- სიყვარული გადასახლებაში (1995) (არაბ. الحب في المنفى) — მეოთხე რომანი, რომელიც 1982 წელს ლიბანში პალესტინელთა ხოცვა-ჟლეტის მოვლენებზეა დაფუძნებული.
- სინათლის წერტილი (2001)(არაბ. نقطة النور)
- დაისის ოაზისი (2007) (არაბ. واحة الغروب) — ტაჰირის მეექვსე რომანი. მასში მოქმედება XIX საუკუნის ეგვიპტეში ხდება, ბრიტანელების მიერ ქვეყნის ოკუპაციის დაწყებისას. ნაწარმოების პროტაგონისტი ნაციონალისტი ეგვიპტელი პოლიციელია, რომელიც ეგზისტენციალური კრიზისისგან იტანჯება.[8][9]
ჯილდოები
რედაქტირებაპოლიტიკური ხედვები
რედაქტირებაახალგაზრდობაში ავტორი მემარცხენე ფრთის საქმიანობაში იყო ჩართული და გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტის განვითარების პროგრამას უჭერდა მხარს.[7] თვლიდა, რომ ანვარ სადათის მიერ ამ პოლიტიკის უარყოფა ეგვიპტეს განადგურებამდე მიიყვანდა.[7] ის საკუთარ თავს პანარაბისტს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელ არაბულ რეჟიმებს ბევრ კარგს ვერ ხედავს.[7] ტაჰირის აზრით, დასავლეთელებს არაბი მწერლების შემოქმედებაში ეგზოტიციზმის, გენდერული დისკრიმინაციისა და უმცირესობებს შორის პრობლემების ნახვა სურთ, მაგრამ ის ამ სტერეოტიპებს არ ეთანხმება.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bahaa Taher: Excerpts, articles, interviews and videos on the website of the Prague Writers' Festival
- A short profile of the writer
- An interview with the writer in Egyptian Today in which he talks about his life and Sunset Oasis დაარქივებული 2010-06-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #124964168 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Autoritats UB
- ↑ وفاة الأديب المصري بهاء طاهر عن 87 عاما — Euronews, 2022.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Bahaa Taher. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 EgyptToday. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ .:Middle East Online:::.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-12. ციტირების თარიღი: 2018-03-18
- ↑ 9.0 9.1 Al-Ahram Weekly | Culture | Taher wins the 'Arabic Booker'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2020-07-05.