ბაჰამის კუნძულების სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაჰამის კუნძულების სამზარეულო მოიცავს ზღვის პროდუქტებს, როგორებიცაა თევზები, მოლუსკები, კიბორჩხალები, ლოკოკინები და სხვ.[1] აქ ასევე გვხვდება ტროპიკული ხილი, ბრინჯი, ბარდა, ე.წ მტრედის მუხუდო, კარტოფილი და ღორის ხორცი. კერძების პოპულარულ საკმაზებს მიეკუთვნებიან წითელი წიწაკა, ლაიმი, პომიდორი, ხახვი, ნიორი, ე.წ იამაიკური წიწაკა, დარიჩინი, რომი და ქოქოსი.[1] იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მრავლობითი კუნძულებისგან შედგება, აქ შესამჩნევი კულინარიული ვარიაციები არსებობს.

ჩრდილო ბაჰამური ქვის იგუანა

ბაჰამური სამზარეულო გარკვეულწილად სამხრეთ ამერიკულს წააგავს.[2] აქ საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან შემოდის.[2] ადგილობრივ კერძებს გზისპირა დახლებზე, რესტორნებში და სანაპიროზე შეხვდებით. ნასაუს ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, უამრავი ქოხმახის სტილის საკვები დაწესებულებაა. ეს ძალიან ორგანიზებული და უსაფრთხო ადგილია, ახალი ზღვისპროდუქტებისა და ყველანაირი ბაჰამური საკვების დასაგემოვნებლად.[3] ნასაუში არსებული რესტორანი "თრეველერს რესთი" ნამდვილი ადგილობრივი საკვებითაა ცნობილი.[1]

ხორცეული

რედაქტირება
 
მწიფე პაპაიები

პოპულარული კერძები ქათმის, ღორის და თხის ხორცით მზადდება. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ჯიში, მაგალითად ჩრდილო ბაჰამური ქვის იგუანა გადაშენების პირასაა, იგუანებზე ისევ ნადირობენ და მის ხორცს მიირთმევენ, განსაკუთრებით განაპირა კუნძულებზე. პოპულარულ ბაჰამურ კერძს, რომელსაც ადგილობრივებში სწრაფისა და იაფის რეპუტაცია აქვს, სახანძრო მანქანა ჰქვია. ის ორთქლზე მომზადებული დამარილებული საქონლის ხორცისა და თეთრი ბრინჯისგან შედგება.

ბაჰამელები კარიბებზე გავრცელებულ სუპებს სიამოვნებით მიირთმევენ. მათ შორისაა ლოკოკინის მოშუშული, თევზის მოშუშული და ბარდის სუპი, რომელიც ლორით მზადდება. სუპი საუსი როგორც წესი ქათმის ხორცით, ლაიმით, კარტოფილითა და წიწაკით მზადდება. ამ სუპებს ხშირად ჯონიქეიქი ან შვრიის ბურღულეული ახლავს თან.

კუს სუპი ადრე ერთ-ერთი პოპულარული კერძი იყო, თუმცა შემდეგ კუები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ.

ბაჰამური სამზარეულო უამრავ ტროპიკულ ხილს შეიცავს. გუავებს დაფისთვის იყენებენ. დაფი ეს ბაჰამური დესერტია, რომლის მოსამზადებლადაც ხილს ცომში ახვევენ და ხარშავენ. შემდეგ ის სოუსთან ერთადაა მორთმეული. ბაჰამაზე ხილის არომატიანი ნაყინი და პუდინგებიც პოპულარულია. პაპაია ანუ ნესვის ხე ყველაზე ცნობილი ბაჰამური ხილია. ის დესერტების, ჯემების და ჩატნის (სოუსი/საწებელი) მოსამზადებლად გამოიყენება. ბაჰამელები ახალ პაპაიას საუზმეზეც მიირთმევენ და ტროპიკული სასმელის ბაჰამა მამას მოსამზადებლადაც იყენებენ. აქ ასევე მოდის ნესვი, ანანასი, ე.წ ვნების ხილი და მანგო.

 
ბოთლისა და ქილის გუმბეი ფანჩი

ხილის წვენები, მათ შორის ქოქოსის წვენი ხშირად გამოიყენება სასმელად. სვიჩა ადგილობრივი ლაიმებით დამზადებული ლიმონათია. გუმბეი ფანჩი გასაყიდად გამზადებული და ძალიან დამტკბარი გაზიანი სასმელია.[4] ის გუმბეი სმეშისგან განსხვავდება, რომელიც ალკოჰოლს, კერძოდ კი რომს შეიცავს. თრიფლ ბი ალაოზე დამზადებული არაალკოჰოლური სასმელია, რომელსაც კომპანია ბაჰამური ლუდსახარში უშვებს.[5]

ძირითადი ალკოჰოლური სასმელი ბაჰამებზე რომია. იგი გამოიყენება სხვადასხვა კოქტეილების დასამზადებლადაც. სქაი ჯუსი სასმელია, რომელიც ქოქოსის წვენის, შედედებული რძისა და ჯინისგან მზადდება. ბაჰამური ლუდსახარში ასხავს შემდეგ ლუდებს: სენდსი, ბაშ ქრექი, ჰაი როკი და სთრონგ ბექი.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 Brittin, Helen (2011). The Food and Culture Around The World Handbook Boston: Prentice Hall. pp. 20–21.
  2. 2.0 2.1 Bahamas Cuisine Bahamas Ministry of Tourism website
  3. Bahama's Food and Drink Frommers.com. Retrieved 2 July2014.
  4. Bennett, Steve. Taste of the Caribbean: Bahama's Goombay Punch Uncommoncaribbean.com. Retrieved 25 August 2014.
  5. Truly Bahamian დაარქივებული 2020-10-10 საიტზე Wayback Machine. Bahamianbrewery.com. Bahamian Brewery Beverage & Co. Ltd. Retrieved 25 August 2014
  6. Bush Crack, Truly Cheap Bahamian Beer | Bahamas | Uncommon Caribbean