ბაჰავალნაგარი
ბაჰავალნაგარი (ურდუ بہاول نگر) — ქალაქი პაკისტანში, პენჯაბის პროვინციის ბაჰავალნაგარის რაიონის დედაქალაქი. ქალაქი ბაჰავალნაგარი არის ამავე სახელწოდების რაიონისა და თეჰსილის (ადმინისტრაციული ერთეული პაკისტანში) ცენტრი.[1] ბაჰავალნაგარი არის პაკისტანის 39-ე ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობით 2023 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით. ბაჰავალნაგარის ძველი სახელი იყო როჯანვალი/უბჰა. 1904 წელს ბაჰავალნაგარი უწოდეს ბაჰავალ ხან V-ის, ბაჰავალპურის სამთავროს მმართველის პატივსაცემად, ბაჰავალპური მოიცავდა დღევანდელ ბაჰავალპურის, ბაჰავალნაგარისა და რაჰიმ-იარ-ხანის რაიონებს.[2] ქალაქი მდებარეობს ლაჰორიდან 262 კმ-ზე სამხრეთით და დაახლოებით 175 კმ-ზე აღმოსავლეთით ბაჰავალპურიდან. მდინარე სუტლეჯი გაედინება ქალაქის ჩრდილოეთით დაახლოებით 6 მილის დაშორებით.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბაჰავალნაგარი | |
ქვეყანა | პაკისტანი |
კოორდინატები | 29°59′40″ ჩ. გ. 73°15′13″ ა. გ. / 29.99444° ჩ. გ. 73.25361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 163±1 მეტრი |
მოსახლეობა | 141 935 (2017) |
სასაათო სარტყელი | Pakistan Standard Time |
ოფიციალური საიტი | https://mcbahawalnagar.lgpunjab.org.pk/ |
ისტორია
რედაქტირებაბაჰავალნაგარი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როჯანვალის სახელით,[4] წარმოადგენდა პატარა დასახლებას, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ქოხისა და უბნისგან. სოფელი როჯანვალი დღესაც არსებობს რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 1,5 მილის დაშორებით. ბაჰავალნაგარი მდებარეობს დელი-მულტანის ისტორიულ გზაზე, რომელიც აშენებული იყო ინდოეთის მუსლიმი იმპერატორის, შერ შაჰ სურის მიერ.[5] ბაჰავალნაგარის ირგვლივ მდებარე რეგიონი ყოფილი მუღალის იმპერიის მულტანის პროვინციის ნაწილი იყო.[6]
1895 წელს აქ დაარსდა რკინიგზის სადგური და დაარქვეს როჯანვალის რკინიგზის სადგური. იგი იყო კვანძი ბაჰავალნაგარსა და ბატინდას შორის და ახლა აკავშირებს ამრუკასა და ფორტ-აბას. დაყოფამდე იგი იყო ძალიან დატვირთული კვანძი. მატარებლები მიემართებოდნენ ყარაჩიდან დელისკენ და პირიქით ბაჰავალნაგარის გავლით. აქ იყო ლოკომოტივების დეპო და ორი სარეკრეაციო ინსტიტუტი.[3]
1904 წელს, როდესაც ნავაბ მუჰამმად ბაჰავალ ხან აბასი IV, რომელიც თავდაპირველად მართავდა ბაჰავალპურის სახელმწიფოს, ეწვია როჯანვალის, ხალხმა სთხოვა, რომ მისი ნებართვით გადაერქმიათ ქალაქისთვის ნავაბის სახელი. ნავაბი ამას დასთანხმდა. რკინიგზის გამოჩენასთან ერთად გაჩნდა 40–50 მაღაზია და 100 საცხოვრებელი სახლი. თუმცა ეს ადგილი არ იყო სათანადოდ განვითარებული, რადგან ტოპოგრაფიული მახასიათებლები არ იყო ხელსაყრელი და სასმელი წყალი არ იყო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო. არხების სისტემის დანერგვის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია გახდა ნაყოფიერი. ნამდვილი მიღწევა იყო ფორდვაჰის არხი, რომელმაც ამ რაიონის თითქმის მთელი ტერიტორია მოაქცია სარწყავი სისტემის ქვეშ.[3]
1900–1901 წლებში შეიქმნა პირველი პოლიციის სამსახური, ხოლო 1902–1903 წლებში დაარსდა პირველი დაწყებითი სკოლა. 1906 წელს შეიქმნა დანიშნული წევრებისგან შემდგარი პანჩაიატის კომიტეტი. 1914 წელს ბაჰავალნაგარი შეირჩა როგორც თეჰსილის ცენტრი და ჯივეკას პოლიციის პოსტი გადაიტანეს ბაჰავალნაგარში. 1922 წელს ჩამოყალიბდა რეგულარული მუნიციპალური კომიტეტი. დაინიშნეს დამხმარე კომისარი და თეჰსილდარი.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ბაჰავალნაგარის მოსახლეობა.[7]
წელი | მოსახლეობა |
1972 | 50 991 |
1981 | 74 533 |
1998 | 111 313 |
2017 | 160 883 |
2023 | 241 873 |
განათლება
რედაქტირებაბაჰავალნაგარის წიგნიერების დონე 25 %-ზე ნაკლებია, ხოლო უმუშევრობის დონე 25 %-ზე მაღალია.[8] რადგან ამ ქალაქში წიგნიერების დონე არაა საკმარისი, სახელმწიფო ინსტიტუტები მოსახლეობას სთავაზობენ თავიანთ მომსახურებას წიგნიერების დონის ასამაღლებლად. ბაჰავალნაგარში ასევე მდებარეობს ისლამის უნივერსიტეტის სამხარეო კამპუსი.[9]
სპორტი
რედაქტირებაჰაიდერის სტადიონი არის, როგორც ქალაქ ბაჰავალნაგარის, ისევე ბაჰავალნაგარის რაიონის უდიდესი სტადიონი.[10]
კლიმატი
რედაქტირებაბაჰავალნაგარს აქვს სემი-არიდული კლიმატი ძალიან ცხელი ზაფხულებითა და მსუბუქი ზამთრებით. ნალექები ძირითადად მოდის მუსონების სეზონში ივნისიდან სექტემბრამდე, თუმცა ზოგჯერ წვიმს თებერვლიდან აპრილამდე პერიოდშიც. წლების განმავლობაში, გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმა ისეთივე გავლენა მოახდინა ბაჰავალნაგარზე, როგორც დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილზე. მუსონი შეიძლება ძლიერი იყოს და გამოიწვიოს წყალდიდობები.
ჰავის მონაცემები — Bahawalnagar, Pakistan | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 20 | 23 | 29 | 36 | 40 | 41 | 38 | 37 | 36 | 34 | 28 | 22 | 32 |
საშუალო დაბალი °C | 4 | 7 | 11 | 17 | 22 | 26.9 | 27 | 27 | 24 | 17 | 11 | 6 | 17 |
საშუალო ნალექი (მმ) | 18 | 18 | 21 | 13 | 28 | 79 | 162 | 145 | 59 | 25 | 5 | 1 | 50.5 |
წყარო: Weatherbase 2015[11] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tehsils & Unions in the District of Bahawalnagar – Government of Pakistan დაარქივებული 2012-02-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ TMA Bahawalnagar Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-21. ციტირების თარიღი: 2017-04-20.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Bahawalnagar – Outline Development Plan, Govt of Punjab, 1978. Accessed 2017-02-24.
- ↑ Nadīm, Fārūq (2005) Chaos: Research Articles on History and Socio Economic Situation of Pakistani Punjab (en). World Institute of Literature & Culture. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
- ↑ Khan, Sir Zulfiqar Ali (1925). Sher Shah Suri, Emperor of India (en). Printed at the "Civil and Military Gazette" Press.
- ↑ Dasti, Humaira Faiz (1998). Multan, a Province of the Mughal Empire, 1525-1751 (en). Royal Book. ISBN 978-969-407-226-5.
- ↑ Bahāwalnagar (Bahawalnagar, Punjab, Pakistan) - Population Statistics, Charts, Map, Location, Weather and Web Information. ციტირების თარიღი: 2024-08-31
- ↑ Explore Pakistan | Bahawalnagar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-08. ციტირების თარიღი: 2015-06-07.
- ↑ The Islamia University of Bahawalpur Pakistan – Department. iub.edu.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2016. ციტირების თარიღი: 23 March 2016.
- ↑ Pakistan Cricket – 'our cricket' website. pcboard.com.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2016. ციტირების თარიღი: 23 March 2016.
- ↑ Weatherbase: Historical Weather for Bahawalnagar, Pakistan. Weatherbase (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22.