ბახტრიონი (გაზეთი)
„ბახტრიონი“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული და საინფორმაციო გაზეთი. გამოდიოდა 1922—1923 წლებში თბილისში. „ბახტრიონში“, „ცისფერყანწელი“ მწერლები ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, რ. გვეტაძის, შალვა აფხაიძის, გ. ცეცხლაძის, ალექსანდრე არსენიშვილის გარდა, თანამშრომლობდნენ ვასილ ბარნოვი, შიო არაგვისპირელი, ა. ლაისტი, ვახტანგ კოტეტიშვილი, თ. სახოკია, ს. შანშიაშვილი. გაზეთში იბეჭდებოდა ლექსები, მინიატურები, ფელეტონები, კრიტიკული წერილები და ლიტერატურული ქრონიკა. რედაქტორი — გიორგი ლეონიძე. გამოვიდა 28 ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 256.