ბახტრიონის ქუჩა (თბილისი)
ბახტრიონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); დავით გამრეკელის ქუჩიდან ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. შეტანილია თბილისის ქუჩების 1925 წლის ცნობარში. თავდაპირველად იწყებოდა ახლანდელი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან. ადრინდელი ბახტრიონის ქუჩის მონაკვეთს 1999 წელს არჩილ სულაკაურის სახელი ეწოდა.
ბახტრიონის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალო რაიონი |
ისტორიული რაიონი | საბურთალო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 31, ISBN 978-99928-20-35-3.