ბაჩანის კუნძულები

ბაჩანის კუნძულები (წარსულში ასევე ცნობილი როგორც ბაჩანები და ბაჩიანები[1]) ― მოლუკის კუნძულების კუნძულთა ჯგუფი ინდონეზიაში. კუნძულები მთებითა და ტყეებითაა დაფარული. გაშლილია ტერნატეს სამხრეთით და ჰალმაჰერის სამხრეთ-დასავლეთით. კუნძულები შედის სამხრეთ ჰალმაჰერის სარეგენტოში, ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციაში. წარსულში შედიოდა ბაჩანის სასულთნოს შემადგენლობაში.

ბაჩანის კუნძულების მდებარეობა მოლუკის კუნძულებს შორის

ბაჩანი (ნიდერლ. Batjan;[2] წარსულში ცნობილი როგორც ბაჩიანი[3]) ― ჯგუფის უდიდესი კუნძულია. 2020 წლის აღწერით, კუნძულზე 82 387 ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქ ლაბუჰაში 7 073 ადამიანი ცხოვრობს. კუნძული ბაჩანი შვიდ რაიონად იყოფა. სიდიდით მეორე და მესამე კუნძულია კასირუტა და მანდიოლი.[4] ამ კუნძულების მოსახლეობა 11 000 ადამიანს აჭარბებს. თითოეული მათგანი ორ-ორ რაიონს მოიცავს. მეოთხე კუნძულია ბატანგ-ლომანგი, რომელიც მეთორმეტე რაიონს მოიცავს. ბაჩანის კუნძულების შემადგენლობაში ათეულობით პატარა კუნძულია. საერთო ჯამში, 2020 წლის აღწერის მიხედვით, ბაჩანის კუნძულების მოსახლეობა 111 517 ადამიანს შეადგენს.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

სამხრეთ ჰალმაჰერის სარეგენტოს 30 რაიონიდან 12 ბაჩანის კუნძულების ადმინისტრაციული რაიონებია (ინდონ. kecamatan). ადმინისტრაციული რაიონები მოიცავს ადმინისტრაციულ სოფლებს (ინდონ. desa). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ბაჩანის კუნძულების ადმინისტრაციული რაიონები საფოსტო კოდებით, ფართობით, მოსახლეობის რაოდნეობით, ადმინისტრაციული ცენტრებით, სოფლების რაოდენობითა და მათი საფოსტო კოდებით.

კოდი სახელწოდება ქართული სახელწოდება ფართობი
კმ²
მოსახლ. 2010 მოსახლ. 2020 მოსახლ. 2023 ადმ. ცენტრი სოფლების რაოდენობა კუნძულთა რაოდენობა საფოსტო კოდი კუნძული
ან ჯგუფი
82.04.21 Bacan Timur Selatan სამხრეთ-აღმოსავლეთი ბაჩანი 321.13 6,460 7,493 8,352 ვაიაუა 7 1 97791 ბაჩანი
82.04.22 Bacan Timur Tengah აღმოსავლეთ ცენტრალური ბაჩანი 276.28 5,229 6,158 6,495 ბიბინოი 7 2 97791 ბაჩანი
82.04.07 Bacan Timur აღმ. ბაჩანი 463.50 9,051 12,794 13,649 ბაბანგი 10 8 97791 ბაჩანი
82.04.17 Bacan Selatan სამხრეთ ბაჩანი 169.21 13,265 19,560 21,153 მანდაონგი 10 - 97791 ბაჩანი
82.04.08 Bacan ცენტრალური ბაჩანი 304.69 19,092 27,045 28,468 ლაბუჰა 14 3 97791 ბაჩანი
82.04.14 Bacan Barat Utara ჩრდილო-დასავლეთი ბაჩანი 264.94 4,096 5,010 5,099 იაბა 8 1 97791 ბაჩანი
82.04.09 Bacan Barat დასავლეთი ბაჩანი 180.78 3,549 4,327 4,665 ინდარი 7 49 97791 ბაჩანი
82.04.18 Batang Lomang (a) ბატანგ-ლომანგის კუნძულები 55.81 6,177 7,655 7,858 ბაჯო 8 13 97790 ბატანგ-ლომანგი
82.04.19 Mandioli Selatan სამხრეთი მანდიოლი 138.81 5,798 6,936 7,237 ჯიკო 6 - 97791 მანდიოლი
82.04.20 Mandioli Utara ჩრდილოეთი მანდიოლი 96.79 2,990 3,809 3,880 ინდონგი 6 7 97791 (b) მანდიოლი
82.04.16 Kasiruta Timur აღმ. კასირუტა 247.93 3,847 4,865 5,062 ლოლეო-ჯაია 8 6 97790 კასირუტა
82.04.15 Kasiruta Barat (c) დას. კასირუტა 272.98 4,521 5,865 5,968 პალამეა 10 25 97790 კასირუტა

გეოგრაფია

რედაქტირება
 
1896 წლით დათარიღებული გერმანული რუკა

ბაჩანს არარეგულაური ფორმა აქვს. შედგება ორი მთიანი ნაწილისგან, რომელსაც დაბალი ყელი აერთიანებს.[4] კუნძული ძირითადად ქვიშაქვის, მარჯნული კირქვისა და კენჭების ქანებისგან შედგება. ცხელი წყაროები ვულკანური აქტივობას ადასტურებს.[4] ძველი და არავულკანური ქანები ძირითადად კუნძულის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული.[2] ტაუბენკიტში გოგირდის წყაროების ტემპერატურა 52 °C-ს აღწევს. გორგირდის წყაროები მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, საიოვანგში.[4] ჩრდილოეთ ნაწილში, ამასინგის გორაკზე სამი პატარა ანდეზიტური ვულანია: კაკასუანგი, დუა-საუდარა და სიბელა. კუნძულის სამხრეთ ნაწილის უმაღლესი წერტილია გუნონგ-საბელა[4] ან ლაბუა[2] (ზღვის დონიდან 2 120 მეტრი), რომელიც ადგილობრივი ტრადიციების თანახმად, ბოროტი სულების ადგილსამყოფელად მიიჩნევა.[4] კუნძულზე ნახშირი და სხვა მინერალებია აღმოჩენილი.[4]

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულის დიდი ნაწილი ხეებით იყო მდიდარი. ადგილობრივები საგოს, ქოქოსსა და მიხაკს უხვად აწარმოებდნენ.[4][2] ნიდერლანდელებმა ადგილობრივი ჯავზის ხეები განზრახ გაანადგურეს. 1870-იანი წლების ბოლოსთვის ჯავზის ხეების მცირე რაოდენობა იყო დარჩენილი,[4] რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისთვის საბოლოოდ განადგურდა.[2] კუნძულის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი პრიმატებითაა დასახლებული, მათ შორის, სულავესის მაკაკებით.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

XIX საუკუნის შუა ხანებში ბაჩანის კუნძულის ცენტრალური ნაწილი დაუსახლებლად მიიჩნეოდა. სანაპიროზე არაადგილობრივები სახლობდნენ. სანაპიროს მაცხოვრებლები პორტუგალიელი მეზღვაურების ქრისტიანი შთამომავლები, მალაიელები და პაპუასები, ჩრდილოეთ ჰალმაჰერიდან ჩასული გალელაები ან სულავესის ტოლოს ყურიდან ჩასული ტომორები შეადგენდნენ.[4] პირველ მსოფლიო ომამდე კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 13 000 ადამიანს შეადგენდა, მათ შორის ჩინელებსა და არაბებსაც.[2] 1990-იანი წლების ბოლოს ბაჩანზე მცხოვრები 7 700 ქრისტიანიდან 193 პროტესტანტი იყო.[6] 2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 84 075 ადამიანს შეადგენდა, რომელმაც 2023 წლისთვის 117 000-ს გადააჭარბა. ბაჩანზე რამდენიმე პაპუასურ ენაზე საუბრობენ, მათ შორის მთავარია გალელა, ტობელო და ტერნატე. დედაქალაქ ლაბუჰის მახლობლად ბაჩანურ მალაიურზე საუბრობენ.

ეკონომიკა

რედაქტირება

კოლონიურ ხანაში ბაჩანი სანელებლებით ვაჭრობის გამო იყო პოპულარული. სანელებლებით ვაჭრობა ტერნატეში, ტიდორესა და ჰალმაჰერაში ყვაოდა. ბაჩანი თავის რესურსებზე მეტად მახლობლად მდებარე კუნძულების კონტროლისთვის იყო საჭირო. ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიამ ბაჩანის სულთანს კუნძულზე ჯავზის ხეების განადგურებისთვის იმაზე მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე ტერნატეს ნიდერლანდელი გუბერნატორის ხელფასი იყო. ორთქლის ძრავის ხანაში კუნძულზე ნახშირის მაღაროების განვითარება სცადეს, რისთვისაც ნიდერლანდელები იპონელ ტყვეებს იყენებდნენ. თუმცა რამდენიმე ტონა ნახშირის მოპოვების შემდედ შეჯერდნენ, რომ წიაღისეული ცუდი ხარისხის იყო და ნახშირის მოპოვება შეწყდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chisholm, Hugh, ed. (1911), „Bachian“ , Encyclopædia Britannica (ინგლისური), 3 (11th ed.), Cambridge University Press, pp. 132–133
  • Muller, Karl (1997), Maluku: Indonesian Spice Islands, Singapore: Periplus Editions, ISBN 962-593-176-7
  • Wessels, C. (1929) "De Katholieke missie in het Sultanaat Batjan (Molukken), 1667-1609", Historisch Tijdschrift 8:2 and 8:3
  • Coolhaas, W.Ph. (1923) "Kronijk van het rijk Batjan", Tijdschrift voor Indische Taal-, Land- en Volkenkunde 63.
  1. Bacan | island, Indonesia en. ციტირების თარიღი: 2020-05-29
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 EB (1911), p. 132.
  3. Encyclopædia Britannica, 9th ed., Index, p. 39. 1889.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 EB (1878).
  5. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  6. Muller (1997), p. 132.