ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკააზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე ბიბლიოთეკა. აზერბაიჯანის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა. დაარსდა 1919 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში.

ბიბლიოთეკის საფუძველი

რედაქტირება

1919 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტმა იზრუნა მისი ბიბლიოთეკის შექმნაზე და მოაწყო სპეციალური კომისია, რომელმაც იმუშავა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნაზე.

1919 წლის 2 ივნისს კომისიამ მიმართა ბაქოს ქალაქის ადმინისტრაციას თხოვნით, რომ მიხაილოვსკის (ახლანდელი მუსა ნაგიევი) საავადმყოფოში განთავსებული ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდი გადაეცა უნივერსიტეტს. მუნიციპალიტეტი დაეთანხმა კომისიის აღნიშნულ მოთხოვნას. შემდეგ, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საორგანიზაციო კომიტეტის ბაქოს ნავთობმუშათა კონგრესის საბჭოსთვის მიმართვის თანახმად, საბუნჩუს საავადმყოფოს ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადაეცა 1920 წელს. საბიბლიოთეკო ფონდისთვის შეძენილ იქნა დაახლოებით 120 000 მანათის ღირებულების წიგნები სხვადასხვა ქვეყანაში.

აღნიშნული უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კომისიამ ასევე მიმართა მოსახლეობას და უპირველეს ყოვლისა, განმანათლებელ ინტელიგენციას, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის შეეგროვათ წიგნები და გადაეცათ უნივერსიტეტისთვის, რათა გამდიდრებულიყო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდი. პეტიციის თანახმად, ბიბლიოთეკას მიეწოდება წიგნები მედიცინის, ისტორიისა და ფილოლოგიის შესახებ ყველა ენაზე. კომისიამ ნდობა გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის უდიდესი კულტურული მიზნებისათვის სამეცნიერო წიგნები გადაეცემა ბაქოს უნივერსიტეტს, აგრეთვე სხვა კულტურულ ცენტრებს [1].

საქმიანობა რესპუბლიკურ პერიოდში

რედაქტირება

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა სპეციალური თურქული ფილიალი. სტამბოლიდან 212 წიგნი ჩამოიტანეს, რომ განყოფილება შეესრულებინათ შესაბამისი ლიტერატურით. 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ბიბლიოთეკა შეიცავდა 6000-ზე მეტ წიგნს, 130 გაზეთსა და ჟურნალს.

უნივერსიტეტის სამეცნიერო წიგნის ფონდში შედის ლიტერატურა აზერბაიჯანულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და თათრულ ენებზე.

აღნიშნული ბიბლიოთეკის პირველ მკითხველებს შორის არიან მამედ ემინ რასულზადე, იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლი, აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი, თაგი აბას შაჰბაზი, მირ ასადულა მირკასიმოვი და სხვა ცნობილი პიროვნებები. 1919 წლის ბოლოს - 1920 წლის დასაწყისში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ თანდათან შეითავსა რესპუბლიკური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკების მეთოდოლოგიური ცენტრის როლი.

1920 წლის 16 იანვარს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საზოგადოებრივი განათლების სამინისტროს ბიბლიოთეკართა სემინარი-შეხვედრა [1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Халафова Севда Абасгулу, Исмайлова Нигяр Нураддин. 100 ЛЕТ БИБЛИОТЕКЕ БАКИНСКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО УНИВЕРСИТЕТА: ВКЛАД В ПОДГОТОВКУ СПЕЦИАЛИСТОВ И НАУКУ // Научен вектор на Балканите. — 2019. — № 4 (6).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensiklopediyası I cild, Bakı, «Lider Nəşriyyat», 2004, s. 225