ბაქოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმი
ბაქოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმი (აზერ. Bakı Beynəlxalq Humanitar Forumu) — გლობალური ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური ინტერესების ფართო სპექტრის განხილვას. ფორუმი ყოველწლიურად ტარდებოდა 2011 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში. საერთაშორისო ფორუმის ინიციატორები არიან ილჰამ ალიევი და დიმიტრი მედვედევი. გადაწყვეტილება აზერბაიჯანულ-რუსულ ფორუმის ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე გაკეთდა 2010 წელს.[1][2] 2014 წლიდან გადაწყდა ფორუმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება.
ბაქოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმი | |
---|---|
შეიქმნა | იანვარი,2010 |
ტიპი | ჰუმანიტარული ფორუმი |
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
ენა | აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური |
დამფუძნებელი (-ები) | ილჰამ ალიევი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
bakuforum.az |
მიზანი
რედაქტირებაბაქოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმის მთავარი მიზანია შექმნას დიალოგი, შესაბამისი არენის შექმნა გლობალური საკითხების განხილვისთვის და მომავალი ათწლეულის სტრატეგიის განსაზღვრა. ფორუმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ძირითად ამოცანას წარმოადგენს: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ახალი წესრიგის ჩამოყალიბება, გლობალური ამოცანების ფართო სპექტრის საერთაშორისო დონეზე განხილვა. სხდომებსა და ფორუმზე დისკუსიების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს — საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, თანაცხოვრება ინკლუზიურ საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა უნივერსალური და მდგრადი განვითარების მოძიება, რელიგიური ექსტრემიზმისთვის ხელის შეშლა,მულტიკულტურალიზმის გაფართოება.[3]
ფორუმები
რედაქტირებაI ფორუმი
რედაქტირებაბაქოს პირველი ჰუმანიტარული ფორუმი 2011 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმი გაიმართა სლოგანით „XXI საუკუნე: იმედები და გამოწვევები“. ღონისძიებას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
II ფორუმი
რედაქტირება2012 წლის 4-5 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 70 ქვეყნისა და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.[4]
III ფორუმი
რედაქტირება2013 წლის ოქტომბერში ჩატარდა მესამე ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილდა მულტიკულტურალიზმის განხილვაზე.
IV ფორუმი
რედაქტირება2014 წელს ბაქოს მეოთხე საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 63 ქვეყნის 500 წარმომადგენელმა და 4-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ.
V ფორუმი
რედაქტირებაბაქოს მეხუთე საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფორუმზე, რომელიც 2016 წლის სექტემბერს გაიმართა,[5] ესწრებოდნენ 75 ქვეყნების წარმომადგენლები, ორგანიზებული იქნა მრგვალი მაგიდები ექვსი მიმართულებით:
- მულტიკულტურალიზმის სხვადასხვა მოდელები: თეორიიდან ჰუმანისტური პრაქტიკისადმი;
- ადამიანური კაპიტალის შენარჩუნების მნიშვნელობა ხალხის მასიური გადაადგილების კონტექსტში, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი;
- ჟურნალისტიკის ტრანსფორმაცია ინფორმაციულ ხანაში და მისი როლი ცივილიზაციის დიალოგის უზრუნველსაყოფად;
- მდგრადი განვითარება და ეკოლოგიური ცივილიზაცია;
- მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა, ბიოტექნოლოგია და სასწავლო საკითხები თანამედროვე მედიცინაში: ინოვაციური და ეთიკური პრობლემები;
- ტექნოლოგიური დაახლოება და სამომავლო პროგნოზები: XXI საუკუნის ძირითადი გამოწვევები.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сайт Бакинского Международного Гуманитарного Форума. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-31. ციტირების თარიღი: 2018-02-24.
- ↑ II Международный гуманитарный форум открылся в Баку. Общественно политическая газета ЭХО. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-13. ციტირების თარიღი: 2018-02-24.
- ↑ Бакинский международный гуманитарный форум – площадка мирового масштаба, которая дает понимание, в каком направлении обществу надо двигаться
- ↑ В Баку завершился Второй международный гуманитарный форум (Вести.RU)
- ↑ В Баку открывается пятый Международный гуманитарный форум (ТАСС)
- ↑ ФОРУМ 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-24.