ბატრაქომიომაქია (ძვ. ბერძნ. Βατραχομυομαχία), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაყაყებისა და თაგვების ომიძველი საბერძნეთის ეპიკური პოემა, რომლის ავტორად ასახელებენ ვინმე პიგრესს, კარიის დედოფალ არტემისიას ძეს. პლუტარქეს და სხვა ავტორების ცნობით არტემისია სალამინის ბრძოლაში სპარსელთა მხარეს იბრძოდა, ამიტომ მეცნიერთა ვარაუდით პოემა ძვ. წ. V საუკუნეში დაიწერა.

„ბატრაქომიომაქიასა“ და „ოდისეას“ 1749 წლის ლათინური გამოცემა

პოემა ჰომეროსის „ილიადის“ პაროდიაა, რომელიც გამოხატულია გმირთა ექსპონირებით, ტრადიციული ეპიკური ფორმულებით, მეტყველი სახელებით და სხვა პოეტური ხერხებით. პოემა ამავე დროს დასცინის ღმერთების სამყაროს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება