ბატიარები
ბატიარები (უკრ. батяри) — ლვივის სუბკულტურის (ბატიარობის) წარმომადგენლები.[1] სუბკულტურა არსებობდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან XX საუკუნის შუა ხანებამდე. სუბკულტურას სახელი ეწოდა უნგრული სიტყვის — betyár-ის მიხედვით, რაც ნიშნავს „ყაჩაღს“, „ავანტიურისტს“ და მოდის ირანული ენებიდან.[2] ლვივში ბატიარი იყო თავზეხელაღებული, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა ოინები და სარისკო ხუმრობები. ბატიარების უმეტესობა გარეუბნების (განსაკუთრებით ლიჩაკივისა და პიდზამჩეს[3]) მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც იკრიბებოდნენ დუქნებში და „ბაღებში“ — პლებეურ დასალევ დაწესებულებებში სხვადასხვა გასართობისთვის.[1]
ბატიარები იყენებდნენ განსაკუთრებულ ჟარგონს (ე.წ. ლვოვური „ბალაკი“), რომელიც წარმოადგენდა პოლონური, უკრაინული, გერმანული და ებრაული სიტყვების ნაზავს, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც გამოიყენება ლვივში: гальба „ლუდის კათხა“, мент „მილიციელი“, рандка „პაემანი“, спацькати „გაფუჭება“, шкраби „ყელიანი ფეხსაცმელი“.[1][4] 1933 წელს ლვივში გამოჩნდა რადიოპროგრამა „ლვივის მხიარული ტალღა“, რის წყალობითაც პოლონეთის სხვა რეგიონებმა (ლვივი ამ დროს პოლონეთს ეკუთვნოდა) უკეთ გაიცნეს ბატიარობის სუბკულტურა.[1]
ბატიარების ჰიმნად ითვლებოდა კომპოზიტორ ჰენრიკ ვარსის მიერ ემანუელ შლეხტერის სიტყვებზე დაწერილი სიმღერა „Тылько ве Львове“, ანუ „მხოლოდ ლვივში“, რომელიც მოგვიანებით ქალაქის არაოფიციალური ჰიმნი გახდა.[1] ბატიარობა ძირითადად პოლონელებში იყო გავრცელებული, ამას მოწმობს ლვივის მხოლოდ პოლონური ბატიარული ფოლკლორი.[5]
ლვივის საქალაქო საბჭოს 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, ქალაქში შემოიღეს ბატიარის დღე (ყოველწლიური).[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ярина Капітан. (2008-05-01) День Батяра у Львові стане щорічним. BBCUkrainian.com. ციტირების თარიღი: 2021-06-14.
- ↑ Betyár. Encyclopedia Britannica (2006-10-23). ციტირების თარიღი: 2021-06-14.
- ↑ Космолінська Н., Охріменко Ю., Homo leopolensis ecce(უკრ.) // Мікроскоп пана Юрка, 2007, № 48, დაარქივებულია ორიგინალიდან (8 ნოემბერი, 2007)
- ↑ Харчишин О., Батяри українського Львова(უკრ.) // Поступ, 2001, № 32 (690), დაარქივებულია ორიგინალიდან (25 ივლისი, 2008)
- ↑ Лемко, І.. (2008-02-01) Національна мозаїчність Львова. ZAXID.NET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-14. ციტირების თარიღი: 2021-06-14.
- ↑ Вместо Дня солидарности трудящихся во Львове отметят День батяра. Корреспондент.net (2008-04-10). ციტირების თარიღი: 2021-06-14.