ბასილი საბაწმიდელი
(გადამისამართდა გვერდიდან ბასილი საბაწმინდელი)
ბასილი საბაწმიდელი — VIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შესაძლოა თვით საბა განწმედილის (წმიდის) ლავრაშიც. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება „დასდებელნი მამისა საბაჲსნი“ შეტანილია X საუკუნის სინის მთის ხელნაწერში. დასდებლის კიდურწრილობაა „ბასილი“.
ავტორს გამოუყენებია საბა განწმენდილის „ცხოვრება“, რომელიც ქართულად VII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ლოლაშვილი, ქსე, ტ. 2, გვ. 221, თბ., 1977