ბასიანა
ბასიანა (სერბულად: Basijana ან Басијана) — ანტიკური რომაული ქალაქი პანონიაში (დღეს სრემის რეგიონი ვოივოდინას პროვინციაში, სერბეთი). ქალაქი მდებარეობდა რუმის მუნიციპალიტეტის სოფელ დონი-პეტროვციში. ბასიანა იყო სრემის სიდიდით მეორე ქალაქი, სირმიუმის შემდეგ. ქალაქი სწორედ სირმიუმისა და სინგიდუნუმის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა.
ისტორია
რედაქტირებაბასიანა დაარსდა I საუკუნეში, როგორც ავტონომიური კივიტასი და VI საუკუნემდე იარსება. ქალაქმა 124 წელს მიიღო მუნიციპიუმის სტატუსი, ხოლო 214 წლიდან მოიხსენიება როგორც კოლონია. თავდაპირველად, ქალაქი პანონიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ამ პროვინციის დაყოფის შემდეგ, ბასიანა ქვემო პანონიის ნაწილი (II საუკუნე) და შემდეგ პანონია-სეკუნდას ნაწილი (III საუკუნე) გახდა. ქალაქი პანონიის უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო. გვიანი რომის იმპერიის დროს ბასიანა უმაღლესი ოფიციალური პირის — პანონიე სეკუნდას ბასიანას პროკურატორის (procurator gynaecii Bassianensis Pannoniae secundae) სატახტო ქალაქი იყო. IV საუკუნეში ბასიანა გინეცია[1][2] და ქრისტიანული ეპარქიის ცენტრი გახდა.[3]
V საუკუნის შუა წელში ქალაქი ჰუნებმა დაიპყრეს. 468 წელს ჰუნების ბელადის, ატილას ვაჟმა, დენგიზიკმა ბასიანა გაანადგურა, მაგრამ ჰუნ-ოსტგუთთა ბრძოლაში განცდილი დიდი მარცხის შემდეგ, ქალაქი ოსტგუთმა ვალამირმა აიღო.[4] რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რეგიონი ჰუნებს, ოსტგუთებს, გეპიდებსა და ლანგობარდებს შორის ბრძოლის სცენად იქცა. 510 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიისა და ოსტგუთთა ხელშეკრულებით სრემის რეგიონი ორად გაიყო, ბასიანა კი — აღმოსავლეთ რომის იმპერიას მიეკუთვნა. როცა აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, გეპიდების დამარცხების შემდეგ დაიბრუნა სრემი, შეიქმნა ახალი პროვინცია — პანონია, რომლის ცენტრი სირმიუმი გახდა. ბასიანა ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. VI საუკუნის მეორე ნახევარში, სერმის მთელი რეგიონი ხუნძებმა დაიპყრეს.
არქეოლოგია
რედაქტირებადღეს ძველი ქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი და დაცული. არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1882 წელს და გრძელდებოდაა 1935 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კედლები, კოშკი, კერამიკა, მონეტები, ქანდაკებები და მოზაიკა იქნა აღმოჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Dr Nikola Vulić, Vojvodina u rimsko doba, Zbornik "Vojvodina", knjiga I, PROMETEJ, Novi Sad, 2008.
- Slobodan Ćurčić, Naselja Srema - geografske karakteristike, Novi Sad, 2000.
- Petar Milošević, Arheologija i istorija Sirmijuma, Novi Sad, 2001.
- Prof. dr Radmilo Petrović, Vojvodina - petnaest milenijuma kulturne istorije, Beograd, 2003.
- Dr Dušan J. Popović, Srbi u Vojvodini, knjiga 1, Novi Sad, 1990.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბასიანას შესახებ (სერბულად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The later Roman Empire, 284-602: a social economic and administrative survey-Arnold Hugh Martin Jones
- ↑ The Roman world, Vol 2-J. S. Wacher
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2013-10-19.
- ↑ Dictionary of Battles and Sieges: A-E by Tony Jaques