ბასარაბეასკა
ბასარაბეასკა (მოლდ. Basarabeasca) — ქალაქი მოლდოვაში, ბასარაბეასკის რაიონის ცენტრი. ქალაქი ფლობს ერთ-ერთ უმსხვილეს სარკინიგზო სადგურს მოლდოვაში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბასარაბეასკა Basarabeasca | |||
| |||
ქვეყანა | მოლდოვა | ||
რაიონი | ბასარაბეასკის რაიონი | ||
კოორდინატები | 46°20′00″ ჩ. გ. 28°58′00″ ა. გ. / 46.33333° ჩ. გ. 28.96667° ა. გ. | ||
მერი | ნიკოლაი ნიკოლაევი | ||
დაარსდა | 1849 | ||
პირველი ხსენება | 3 აგვისტო 1856 | ||
ადრეული სახელები | რომანოვკა | ||
ცენტრის სიმაღლე | 39 მეტრი | ||
მოსახლეობა | 12,5 ათასი კაცი (2009) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +373 297 | ||
საფოსტო ინდექსი | MD-6701 | ||
საავტომობილო კოდი | BS | ||
ოფიციალური საიტი | http://www.basarabeasca.com | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს უკრაინის საზღვართან, კიშინიოვიდან სამხრეთით 94 კმ-ში, ჩიმიშლიიდან და კომრატიდან 25 კმ-ში. ქალაქში ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება მდინარე კოგილნიკი (მოლდ. Cogîlnic), რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში. დასახლების ძირითადი ნაგებობები დაბლობზეა გაშენებული. ქალაქი იყოფა რამდენიმე მიკრორაიონად: რომანოვკა, ფლემინდა, სადგური, სოვხოზი და ა.შ.
ცნობილი პიროვნებები
რედაქტირება- ზელმანი (სრული სახელი ზელმან ოჩაკოვსკი; 1905—1945) — ფრანგი მხატვარი.
- იაკოვ ოხოტნიკოვი (1897—1937) — საბჭოელი სამხედრო და სამეურნეო მოღვაწე.
- ნაუმ პროკუპეცი (დ. 1948) — კანოეს მენიჩბე, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სპორტის ამ სახეობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bas-tv — ქალაქ ბასარაბეასკის ტელევიზიის საიტი